ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:
„ეგრე მგონია, რომ ასეთ თამაშს არც უნდა ჰყოლოდა ერთი მთავარი გმირი, რომელიც მარტო გადაწყვეტდა ბედს. და როგორც მოხდა, ლოგიკურია და ძალიან ზუსტი - ქართული სიხარული ძნელად იბადება და ასე დრამატულად, სამაგიეროდ, მერე ლაღდება და თვეებს უძლებს.
რაღა თვეებს, შეიძლება წლებს და ათწლეულებსაც. 1981- ის სიხარულიც ხომ ეგეთი გრძელი გამოდგა და როგორც იქნა, 13 მაისის შემდეგ ახალი თარიღი მოინიშნა ჩვენებურ საფეხბურთო ისტორიაში - სხვა ქვეყნისთვის შეიძლება რიგითი და არაფრით გამორჩეული, მაგრამ საქართველოსთვის ბევრის დამტევი და იმედის მომცემი - რომ ხვალ უკვე ჩვეულებად გვექცევა ასეთი საქმე.
და კიდევ - მგონია, რომ, თუ ხარობენ, ყველაზე მეტად ეროსი და კოტე ხარობენ სადღაც და კოტე ამბობს მთელი საიქიოს გასაგონად იმ სიტყვებს თბილისზე და საქართველოზე, აქამდე რომ გვეყო და ექოდ მოგვწვდა.
P.S. მაგრამ თუ მაინც ვინმეს გამორჩევა გვსურს, ცხადია, ეს მამარდაშვილია და რაღაცნაირად, უჩვეულო, თუმცა საიმედო კი არის, რომ მეკარე იქცა ცენტრალურად კაცად ასეთ მატჩში ქართულ ნაკრებში“, - წერს გიორგი კეკელიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
დაჭრა თემქაზე - „ლიბერთი ბანკის“ ფილიალთან მომხმარებელმა მეორე მომხმარებელი დაჭრა
🎥 როგორ მოვირგოთ სადა სამოსი განსხვავებულად - ჯანეტ ქერდიყოშვილის გამორჩეული სტილი