„ქსოვრელების“ მომღერალი გიორგი შოშიტაშვილი იუბილარია.
დაბადების დღე მან ცოლმა სალომე ვარდიაშვილმა სოციალურ ქსელში ემოციური სიტყვებით მიულოცა:
„ჩემ საკუთარ დღეს გილოცავ, ჩემო სიყვარულო.
10 მარტი ჩემი ცხოვრების დღესასწაულია, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება და ყოველი დღე დღესასწაულად მიქციე.
გვიყვარხარ მე და პატარა გიოს უსასრულოდ“, - წერს სალომე ვარდიაშვილი.
„დღეს ხომ ჩემი დაბადების დღეა.
მადლობა, მიყვარხართ“, - წერს გიორგი შოშიტაშვილი.
ცნობისთვის, წყვილს ერთი შვილი ჰყავს, რომელსაც მამის სახელი, გიორგი დაარქვეს.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕პრინციპები ზოდიაქოს ნიშნის ძალის მიხედვით: სიყვარული, სულიერება, ხედვა და ფილოსოფია✨