ცნობილი „რანინელი“ და ყველასთვის საყვარელი პატარა მუსიკოსი ვაჩე ღვინიაშვილი, სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და მისი პოსტები, მუდამ აზრიანი და შინაარსის მატარებელია. ამ პატარა ბიჭში, დიდი ცოდნა და აკადემიურობა შეიმჩნევა.
ვაჩე იუბილარია. იგი 15 წლის გახდა და სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა მიიღო, მათ შორის მეგობრებისგან.
მისალოცი წერილი გაავრცელა „რანინამ“ და მომღერალს ჯანმრთელობა, ბედნიერება და წარმატება უსურვა:
„ვაჩე, ჩემო უსაყვარლესო ძმაკაცო, გილოცავ შენს დღეს!
გისურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ყველაფერს საუკეთესოს ცხოვრებაში. ისეთი მხიარული ხარ, რომ როცა უხასიათოდ ვარ, შენი დანახვისთანავე სულ სხვანაირად მხიარული ვხდები.
მიხარია, რომ ასეთი ძმაკაცი მყავს. ასე გვეცხოვროს მთელი ცხოვრება ერთმანეთის გვერდით“, - წერს ოთო ბაზერაშვილი.
„დღეს ჩვენი ვაჩეს დაბადების დღეა!
ერთგული მეგობარი, რანინელების პირველი გულშემატკივარი, სუპერ მომღერალი და დათუნას შესანიშნავი თანაწამყვანია.
ვაჩე, გილოცავთ! ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებულ ცხოვრებას გისურვებთ“, - წერია „რანინას“ ოფიციალურ გვერდზე.
„ვოკალის აკადემიის გუნდი სიყვარულით ულოცავს ვაჩეს დაბადების დღეს!
გისურვებთ, რომ მუსიკა და პოეზია ყოველთვის იყოს შენი ცხოვრების ნაწილი
გვიყვარხარ“, - წერია გავრცელებულ პოსტში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕პრინციპები ზოდიაქოს ნიშნის ძალის მიხედვით: სიყვარული, სულიერება, ხედვა და ფილოსოფია✨