მსახიობი, ფოტომოდელი, ინფლუენსერი და თავის მოვლის ბრენდის – „თამოსკინის“ დამფუძნებელი თამო ვაშალომიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობს. ეს მისთვის წლების ოცნება იყო.
14 საათიანი ფრენის შემდეგ, მსახიობი 44-ე სართულიდან ულამაზესი ხედებით ტკბება.
„ყველას გისურვებთ თქვენი სურვილების ასრულებას ისე, როგორც მე ავუსრულე პატარა თამოს ეს ოცნება.
ჩემთვის ყველაზე საოცნებო მოგზაურობა დაიწყო. ორი კვირით ბავშვები არ დამიტოვებია და რაღაცნაირად გული დამწყდა. მაგრამ ამ დღეს დიდი ხანია ველოდი. თან 5-ში ძალიან მაგარი ღონისძიება მაქვს. ყველაფერს რამდენიმე დღეში ნახავთ.
ადვილად გავიარე კონტროლი. მძღოლიც მოვიდა და ესეც ნიუ-იორკი! ულამაზესი! ზუსტად ისეთია, როგორიც წარმომედგინა. ჩემი სასტუმრო ცენტრალური პარკის წინ არის. 44-ე სართულზე ვარ.
იცით, როგორი ბედნიერი ვარ?“, - ამბობს თამო ვაშალომიძე.
ცოტა ხნის წინ მსახიობი მეუღლეს აკა სამხარაძეს დაშორდა.
როგორც ცნობილია, მას ყოფილი ქმრის სახლიდან გადასვლა მოუწია და ახლა შვილებთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.
გარდა ამისა, თამომ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, საიდანაც ირკვევა, რომ აკამ მანქანაც დაიბრუნა, რის გამოც მსახიობს ახალი ავტომობილის შეძენა მოუწია.
View this post on Instagram
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებზეც 2025 წლის 5 დეკემბრის სუპერმთვარე განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს
⭕დამიანე კვარაცხელია მამასთან ერთად ნაძვის ხესთან პოზირებს - ნიცა თავაძე ქმარ-შვილის ფოტოს გვიზიარებს