Digest Logo

„გლოვა არ არის დეპრესია, არამედ მტკივნეულ დანაკარგზე ორგანიზმის ბუნებრივი რეაქცია“ - ლევან შელეგია

1788410906
ლევან შელეგია

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკზე“ ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა მითის შესახებ უზიარებს ინფორმაციას.

გთავაზობთ მის მორიგ პოსტს:

„1. გლოვა არ არის დეპრესია, არამედ მტკივნეულ დანაკარგზე ორგანიზმის ბუნებრივი რეაქცია. მას, როგორც წესი, არ სჭირდება მკურნალობა და არ აქვს წესები.

ყველა თავისებურად!

2. ტირილის დროს „ნუ ტირი“ და „არ იტირო“ უაზრობაა.

პირიქით, უთხარით, რომ კარგია ტირილი და დაეხმარება შვების პოვნაში. პარალელურად ბოლომდე ანუგეშეთ, რომ ეს პერიოდიც გადაივლის და თქვენ ამაში დაეხმარებით.

3. ხანდახან ყველაზე კარგი პირველი ნაბიჯი ეფექტური დახმარებისკენ არის გულწრფელი, დინჯი კითხვა „რით შემიძლია დაგეხმარო?“.

4. თუ წევხარ და ვერ იძინებ, არ აიძულო თავს დაძინება.

პირიქით, ადექი და რამე სხვა გააკეთე დაბალ შუქზე, ვიდრე ძილი არ მოგერევა.

5. საერთოდ ვერ ახერხებ ჩაძინებას? მაშინ მაქსიმალურად მოეშვი, აღარ ეცადო არაფერს.

უბრალოდ „ეგდე“ ლოგინში, შეიგრძენი სხეულის სიმძიმე და უთხარი თავს, რომ ასეთი ღრმა მოსვენება ძილს დიდად არ ჩამოუვარდება.

6. ნერვიულობ მნიშვნელოვანი გამოცდის, დღის, შეხვედრის წინ?

ინერვიულე!

ეს სრულიად ბუნებრივი საქციელია და თავისით შემცირდება-დამთავრდება, თუ ასე შეხედავ.

როცა რაღაცას ვანიჭებთ ეტიკეტს „ბუნებრივია“ ამით ტვინი პოულობს ორ რამეს: ახსნას, შვებას.

7. თუ გინდა, რომ უცებ მოხვიდე უკეთეს ხასიათზე, წარმოიდგინე ვიზუალით, ხმით, მზერით, სუნით ის ადამიანი შენი ცხოვრებიდან, ვის გამოც მადლიერი ხარ, თან გულიანად გაიღიმე.

8. შფოთავ, იმიტომ რომ ხვალ ახალ სამსახურში, სკოლაში, სიტუაციაში მიდიხარ და არ იცი ზუსტად რა გელის?
იშფოთე!

შფოთვა სავსებით ბუნებრივი ემოციაა, როცა ბოლომდე არ არის რაღაც გარკვეული.

9. ვიღაც არაადეკვატურ, უხეშ, ქაჯურ კითხვას დაგისვამს და შემოიჭრება შენს ინტიმურ სფეროში,
არ დაპატარავდე და ისე მოიქეცი, რომ მან ეს მეორედ ვერ გაბედოს.

მაგ: ის: როდის აპირებ დაოჯახებას?

შენ: როცა უგზო-უკვლოდ ტყ@აური მომბეზრდება.

ან  შენ ესე იგი ჩემი ინტიმური ცხოვრების დეტალები გაინტერესებს… და რატომ?

ის: ბავშვის გაჩენას არ აპირებ?

შენ: ჩემი საშვილოსნო ბავშვებზე ხომ ალერგიულია.

ან

შენ ისე სპერმა თვალებში უფრო გიყვარს შემოსხმული თუ ყურებში?

ის: გოგოები მოგწონს თუ ბიჭები?

შენ: მდიდრები

ან

ბოლოს ერთსქესიან პორნოს როდის უყურე?

10. თუ შიშის, პანიკის დროს გული აგიჩქარდათ, შეგიძლიათ გაირბინოთ ან იხტუნავოთ. ტვინი მიხვდება, რომ ტაქიკარდია ფიზიკური აქტივობის გამოწვეულია და დამშვიდდებით“, - წერს ლევან შელეგია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„როცა მეკითხებიან, შვილი არ გყავსო, ვერ ვამბობ, რომ არა-მეთქი“ - ეკო ფანგანის გულახდილი ინტერვიუ

⭕„თუ ცხოვრება ტექსტად არ გადაიქცა, განწირულია დასავიწყებლად“ - გია მურღულია

⭕„ჩემს ყველა ბედნიერებაში არის ერთი ადგილი, სადაც შენ სულ მაკლიხარ“ - ნინი შერმადინი გარდაცვლილ დედას დაბადების დღეზე ემოციურად იხსენებს