
გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკში“ შთამაგონებელ სტატუსს აქვეყნებს.
როგორც თავად ამბობს, გლოვა არ არის დეპრესია, არამედ მტკივნეულ დანაკარგზე ორგანიზმის ბუნებრივი რეაქცია. მას, როგორც წესი, არ სჭირდება მკურნალობა.
მისი თქმით, ხანდახან ყველაზე კარგი პირველი ნაბიჯი ეფექტური დახმარებისკენ არის გულწრფელი, დინჯი კითხვა „რით შემიძლია დაგეხმარო?“:
„1. გლოვა არ არის დეპრესია, არამედ მტკივნეულ დანაკარგზე ორგანიზმის ბუნებრივი რეაქცია. მას, როგორც წესი, არ სჭირდება მკურნალობა.
2. ტირილის დროს „ნუ ტირი“ და „არ იტირო“ უაზრობაა. პირიქით, უთხარით, რომ კარგია ტირილი და დაეხმარება შვების პოვნაში.
3. ხანდახან ყველაზე კარგი პირველი ნაბიჯი ეფექტური დახმარებისკენ არის გულწრფელი, დინჯი კითხვა „რით შემიძლია დაგეხმარო?“.
4. თუ წევხარ და ვერ იძინებ, არ აიძულო თავს დაძინება. პირიქით, ადექი და რამე სხვა გააკეთე დაბალ შუქზე, ვიდრე ძილი არ მოგერევა.
5. საერთოდ ვერ ახერხებ ჩაძინებას? მაშინ მაქსიმალურად მოეშვი, აღარ ეცადო არაფერს.
უბრალოდ „ეგდე“ ლოგინში, შეიგრძენი სხეულის სიმძიმე და უთხარი თავს, რომ ასეთი ღრმა მოსვენება ძილს დიდად არ ჩამოუვარდება.
6. ნერვიულობ მნიშვნელოვანი გამოცდის, დღის, შეხვედრის წინ? ინერვიულე! ეს სრულიად ბუნებრივი საქციელია და თავისით შემცირდება-დამთავრდება, თუ ასე შეხედავ.
7. თუ გინდა, რომ უცებ მოხვიდე უკეთეს ხასიათზე, წარმოისგინე ვიზუალით, ხმით, მზერით, სუნით ის ადამიანი შენი ცხოვრებიდან, ვის გამოც მადლიერი ხარ, თან გულიანად გაიღიმე.
8. შფოთავ, იმიტომ რომ ხვალ ახალ სამსახურში, სკოლაში, სიტუაციაში მიდიხარ და არ იცი ზუსტად რა გელის?
იშფოთე! შფოთვა სავსებით ბუნებრივი ემოციაა, როცა ბოლომდე არ არის რაღაც გარკვეული.
9. ვიღაც არაადეკვატურ, უხეშ, ინტიმურ კითხვას დაგისვამს? არ დაპატარავდე და ისე მოიქეცი, რომ მან ეს მეორედ ვერ გაბედოს.
მაგ:
ის: როდის აპირებ დაოჯახებას?
შენ: როცა საინტერესო ოჯახს ვიპოვი.
ის: ბავშვის გაჩენას არ აპირებ?
შენ: ჩემი საშვილოსნო ბავშვებზე ხომ ალერგიულია.
ის: გოგოები მოგწონს თუ ბიჭები?
შენ: მდიდრები.
10. თუ შიშის, პანიკის დროს გული აგიჩქარდათ, შეგიძლიათ გაირბინოთ ან იხტუნაოთ. ტვინი მიხვდება, რომ ტაქიკარდია ფიზიკური აქტივობის გამოწვეულია და დამშვიდდებით“, - წერს ლევან შელეგია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ასაკი მხოლოდ ციფრებია...“ - კრისტი ყიფშიძის სექსუალური ფოტოები სოცქსელს იპყრობს