თბილისში 31 წლის კაცმა ყოფილი ცოლი სასტიკად მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით ხევში გადააგდო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საკუთარ ავტომობილში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლე 27 წლის მარიტა მაზიაშვილი თოკით გაგუდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე წერს:
„2 დღის წინ გოგოების ერთ-ერთ ჯგუფში, გოგომ დაწერა ჩემი - მეგობარი 2 დღეა გამქრალია, პოლიციამ კვალს ვერ მიაგნო, მედიას ვერ ვეუბნებით, დედა აქ არ არის და რამეს ხომ არ მირჩევთ, რა ვქნათო. დღეს ეს გოგო, ყოფილი ქმრის მიერ გაგუდული და ხევში გადაგდებული იპოვეს!!!“, - წერს ნინია კაკაბაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ბერ ნიკოლოზს კანალიზაცია გაუწმინდეს - რა კადრები ვრცელდება ადგილიდან