საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 16 ივნისს ევროპის მოედანზე აქციის გამართვა დააანონსა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ქვეყნის პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგი გამართა, რასაც კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„ჩემო ლამაზო პრეზიდენტო, სამწუხაროდ, მხოლოდ ლამაზო, გონიერება არ გეყოთ, რომ არ აჰყოლოდით ჩვენი ქვეყნის მახარაძეებს , ორჯონიკიძეებს , ძალიან ვწუხვარ, თუმცა ფაქტები თავისას ამბობენ…
რას მოგვიწოდებთ ქ-ნ პრეზიდენტო, ჯალათების გვერდით დგომას, რას გეტყოდათ ამაზე ირინა ენუქიძე, რას გეტყვით დახოცილი ბავშვების მშობლები, უამრავი წართმეული ბედნიერება, დაობლებული და დასტრესილი ბავშვები, მშობლები რომ დაუხოცეს...
მესმის ევროპულო კეკლუცობა, მაგრამ ვინაა ევროპული არჩევანის მოწინააღმდეგე ტყუილი ამბების მიმტან -მომტანი, თუ ომის თავიდან აცილების მსურველები.
სამყაროს მთავარი და ევროპული ფასეულობის გვირგვინი - ადამიანია და ამ ადამიანს ებრძვის ნაცმოძრაობა. ასე რომ, არ ივარგებს თქვენი ორმაგი თამაში, არ არის სამართლიანი …“, - წერს დავით ოქიტაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„სამშაბათია... სახლში ვარ და გადაღება არ მაქვს...“ - რას წერს თამარ ლეკვეიშვილი