ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.
ამჯერად ლობჯანიძემ ახალი პოსტი გაავრცელა:
„ყველაფერი, რაც სწრაფად მოდის, ყოველთვის დიდხანს არ რჩება, მაგრამ ის, რაც მოთმინებით შენდება, უფრო მტკიცე და მყარია.
ზოგჯერ დაკარგვა არა დასასრული, არამედ, ახლის დასაწყისია.
ადამიანი იზრდება მაშინ, როცა კომფორტის ზონიდან გამოდის.
ცოდნასა და სიბრძნეს შორის დიდი სხვაობაა. ცოდნა მრავალმხრივია, სიბრძნე ერთი.
ცოდნაა, როცა ფაქტებს, მოვლენებს და საგნებს საკუთარი უნარებით სწავლობ, ხოლო სიბრძნეა, როცა ყველა მათგანს სწორ მიმართულებას აძლევ.
სიბრძნე რთული ცხოვრებით და ტანჯვით მოდის. არის შემთხვევა, თუ არ გეტკინა ვერ გაიზრდები.
გაბრაზებულ გულზე ერთი წუთის სიჩუმე წლების პრობლემებს აგარიდებს.
სხვისი ხედვა ყოველთვის არ განსაზღვრავს ჩვენს ფასს.
რაც უფრო მშვიდია ადამიანი, მით ნაკლებად სჭირდება გარედან რამის დამტკიცება.
საკუთარ თავთან მშვიდობა უფრო ძვირფასია, ვიდრე სხვისი დროებითი მოწონება“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ბუნებრივი სილამაზე...“ - ნინი ბადურაშვილი შავ კაბაში პოზირებს
⭕„ჭკუის სწავლებამ შეიძლება სერიოზული კონფლიქტი გამოიწვიოს...“ - დღის ენერგეტიკული პროგნოზი