
ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და გარდაცვლილი მეუღლის - გიორგი გოგიჩაიშვილის შესახებ წერს.
„გრიშ, რომ დავბერდებით ვიცხოვროთ რა აქ, ბევრი ცუგები გვყავდეს, შვილიშვილები და რომ დავსხდებით და ჩაის დავლევთ, პეჩენიას რომ ჩაიში დაასველებენ და მერე რომ ჭამ, აი, ასე წარმომიდგენია, ბავშვობას რომ უბრუნდები....
აუუუ ხო ვიცი, არ წამომყვები ხომ ვიცი... უცებ ეცვლებოდა რბილი, თბილი ტონი და შემოხედავდა იქნებ ამჯერად მაინც დაეჭირა ჩემში თანხმობის მიმანიშნებელი იერი სახეზე და მე უცებ აი ჩაიში ჩალბობილი პეჩენია საიდან მოიტანე ახლა, საიდან??? - მეგონა სადაო ეს იქნებოდა თანხმობის შემთხვევაში!!!
ამას ვდარდობდი!!!! მენატრება ეს ბიჭი, ყველასთან რომ დატოვა დიდი სიყვარული!!! მოეფერეთ ადამიანებო ერთმანეთს, ყველაფერი გიყვარდეთ ერთმანეთის... გიო მიყვარხარ! აქ მაინც ხარ, და რადგან მე არ მომწონდა ჩაიში ამოვლებული პეჩენია, იმიტომ ... ყველგან ხარ, ყველგან“, - წერს ბანძელაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔘„გთხოვთ, შეწყვიტოთ ოჯახის წევრების შეურაცხყოფა! საქართველოს ადგილი ევროპაშია...“ - ქეთი ხატიაშვილი
🔘„კვირაში ერთხელ, საათ-ნახევრით არიგებს ხოლმე ყველაფერზე მოჩხუბარ ქართველებს“ - გია მურღულია