Digest Logo

„გთხოვთ, ყვავილები შეიტანოთ აივნებიდან სახლში... ამინდი მკვეთრად გაუარესდება“ - კობა ფარტენაძის გაფრთხილება

1739804270
კობა ფარტენაძე

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზზე წერს.

მისი თქმით, 20 თებერვლიდან მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი ცვლილება, ყინვა, თოვლი, რის გამოც საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს:

„20-დან 26 თებერვლის ჩათვლით, მოსალოდნელი მკვეთრი აცივების გამო, გთხოვთ, ყვავილები შეიტანოთ აივნებიდან სახლში ან შესაბამისად შეფუთოთ, ვინაიდან დასავლეთში წელს ძლიერი ყინვა არ დაფიქსირებულა, ვფიქრობ ეს რეკომენდაცია გამოგადგებათ.

ცნობისთვის რამდენიმე დღეში საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება და ითოვებს ყველგან, იქნება ყინვაც, დაზუსტებულ ინფორმაციას შემდეგ განახლებებში მოგაწვდით“, - წერს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

„კიდევ ერთი უდროოდ ჩამქრალი სიცოცხლე...“ - გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სამძიმრის წერილს აქვეყნებს

🎥 ყველაზე სახიფათო დედამთილი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - როგორი რძალი იქნები ასტროლოგიური თვალსაზრისით

🎥 „საქართველოს სახელით წარდგენა საკმაოდ რთულია...“ - გაიცანით მოდელი, რომელმაც ჩინეთში გამართულ კონკურსზე გაიმარჯვა