
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას იუწყება. გარდაიცვალა მათი სტუდენტი მარიამ სტურუა.
საგანმანათლებლო დაწესებულება გარდაცვლილის ოჯახს თანაუგრძნობს:
„მარიამ სტურუა... კიდევ ერთი სტუდენტის უდროოდ ჩამქრალი სიცოცხლე..
მძიმეა უნივერსიტეტისთვის ეს დანაკარგი, რადგან ჩვენს კედლებში აღზრდილი თითოეული მათგანი ჩვენი განუყოფელი ნაწილი, ხვალინდელი დღე და იმედის მომცემი უკეთესი მომავალია.
სამწუხაროა, როცა იკარგებიან ასეთი ახალგაზრდები... გაუხუნარია მათზე მოგონება...
გულწრფელ თანაგრძნობასა და სამძიმარს ვუცხადებთ მარიამის ოჯახს. ღმერთს ებარებოდეს!“, - წერია სამძიმრის წერილში.
ასევე დაგაინტერესებთ: