ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე სოციალურ ქსელში ტრაგიკულ ამბავს იხსენებს, რასაც მისი ახლობლის ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. როგორც ამბობს, არასრულწლოვანი წყლის გუბეში ჩახტა, სადაც დენის კაბელი გადიოდა და დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.
ჟურნალისტის თქმით, წლები გადის, თუმცა მსგავსი შემთხვევები ჩვენს ქვეყანაში მაინც ხშირია.
„ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც ახლობლის ბავშვი გარდაიცვალა. ფილარმონიის წინ მირბოდა, წვიმდა. გუბეში ფეხი ჩააჭყაპუნა, ამ გუბეში თურმე ელექტრობოძიდან ჩამოვარდნილი სადენი იყო ჩავარდნილი.
ბავშვს დენმა დაარტა და იქვე გააშეშა. ეს იყო ჩემი ბავშვობის კოშმარი. მას შემდეგ გუბეებს ვერ ვიტან. სულ გვერდს ვუვლი.
ამ ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა, ალბათ უფრო მეტიც და მთელი ამ დროის განმავლობაში ასეთი ბრმა და გაუთვალისწინებელი ტრაგედიები გვეჩეხება თვალწინ.
• როდესაც ქუჩაში მდგარ ბავშვს მანქანა ეჯახება და ფეხს აგლეჯს
•როცა მშენებლობიდან მუშები ცვივა,
• როცა ბრმა ტყვია ხალხს თავში ხვდება, საკუთარ აივანზე,
• როცა მემორიალს აფეთქებენ, გასროლილი ნამსხვრევები კი ქუჩაში გამვლელ დედა-შვილს კლავს,
• როცა ტურისტების ოჯახს ტყეში აუპატიურებენ და კლავენ, შორს მთაში თუ შუა მთაწმინდაზე.
• როცა ექსკურსიის ავტობუსი ხევსურეთის კლდიდან იჩეხება.
სია უსასრულოა. არ მთავრდება. ამ სიის შევსების მოწმენი ვართ, წლიდან წლამდე. დავბერდით და მაინც ვერ ჩამოვყალიბდით ქვეყნად, სადაც ადამიანის უსაფრთხოება და პასუხისმგებლობის განცდა მთავარი პრიორიტეტია“, - წერს მარიკა ბაკურაძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🎥 „10 წუთით ადრე, სანამ ის ჩვენ დაგვტოვებდა“ - რა კადრებს ავრცელებს მარიტა მეფარიშვილის მეგობარი