
ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.
ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ადამიანის შინაგან სამყაროსა და ღირებულებებზე წერს:
„ნაკლებად აქვს მნიშვნელობა რამხელა პროფესიონალიზმია ადამიანში, თუ მისი შინაგანი ბუნება კეთილსინდისიერებისგან დაცლილია.
ადამიანი მხოლოდ გულით ჩანს!
გული ყოველთვის მეტყველებს რა ღირს ადამიანი!
შინაგანი სიძლიერე გარეგნულ წარმატებაზე მეტია.
მთავარია, როგორ ეპყრობი სხვას და არა თუ რამდენი იცი.
თუ შინაგანად მშვიდად ხარ, მნიშვნელობა არ აქვს გარეთ რა ამინდია.
ძლიერი ქარი ხეს ვერას დააკლებს, როცა ფესვები მყარადაა მიწაში გადგმული.
სამყარო კეთილი ადამიანებით ცოცხლობს და შემდეგ მცოდნეებით“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ შორენა ბეგაშვილი გამომწერებს ულამაზესი კადრებით ანებივრებს - „არაჩვეულებრივ ფორმაში ხარ“
🎥 „არ შეიძლება კატეგორიულად...“ - მითები და რეალობა აკნეზე, ზაზა თელიას რჩევები