Digest Logo

„გულს გაგიბზარავს იმაზე ფიქრი, თუ რას ხედავდა ჩემი კოლეგა, ღიმილიანი და თავაზიანი მიშო... ან რა კადრები ინახება, იმ კამერაში, რომელმაც მასთან ერთად იფრინა“ - თათია ზუხბაია

1707334229
თათია ზუხბაია

დღეს, 7 თებერვალს სოფელ ასურეთის მიმდებარედ, საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორი მიშო ბიძინაშვილი და ორი მფრინავი დაიღუპა.

ასევე, მძიმე დღე იყო იმერეთში, სოფელ ბაღდათში სტიქიის შედეგად 8 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო  ერთი პი­რის მი­მართ ამ დრომდე გრძელ­დე­ბა სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

ჟურნალისტი თათია ზუხბაია სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და მომხდარს ეხმაურება.

„მიწაში ჩაფლულებზე…. ემიგრანტი დედის გულზე აღარ მინდა ფიქრი, იმ საშინელმა სიკვდილის ჩიტებმა, შვილები რომ გამოგლიჯეს, ერთი კი არა, სამივე…. მერე ამასაც არ დასჯერდნენ, მიწიდან ცაში აიჭრნენ, მრავალგზის გამოცდილ, მფრინავებზე, სწრაფები და მოქნილები…

ისევ ის საშინელი ჩიტები გამოდგნენ.. გულს გაგიბზარავს იმაზე ფიქრი, თუ რას ხედავდა და რას შეიძლება გრძნობდა, ჩემი კოლეგა, ღიმილიანი და თავაზიანი მიშო. ან რა კადრები ინახება, იმ კამერაში, რომელმაც მასთან ერთად იფრინა, და რომელსაც ბოლომდე პროფესიულად უერთგულა. ვინ რა იცის, ქვემოთ მომლოდინე იმ ჟურნალისტის გულში რა ხდება, წამებში წლების მეგობარი რომ გაუფრინდა… ან ის მძღოლი რას ფიქრობს, მივლინებიდან ერთით ნაკლები ადამიანით, რომ დაბრუნდა.. რა საზარელი დღეა“, - წერს თათია ზუხბაია. 

 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„წუხელ ადრე დაიძინეს, სკოლაში უნდა წასულიყვნენ დღეს დილით... სკოლის ნაცვლად უფრო მძიმე ტალახში გეძებთ დილიდან“ - დათო ლიკლიკაძე

⭕„მადლობა რომ ჩემი მეგობრის სიკვდილი ექსკლუზიურად მაყურებინეთ...“ - ჟურნალისტი

⭕„სვეტსკი“ ქალბატონი შვილიშვილს მიუტრილდა და ასევე ტრადიციული „თუ არ ისწავლი, აი ასე მოგიწევს კონსულტანტად მუშაობაო“ - ჭკუა დაარიგა“ - რა მოხდა მაღაზიაში?