კასპში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავარიას მეთორმეტე კლასის მოსწავლე ემსხვერპლა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.
ავარიას კალათბურთელი შაკო კავთიაშვილი ემსხვერპლა, რომელსაც სოციალურ ქსელში მასწავლებელი ემშვიდობება:
„ჩვენო ოქროს ბიჭო...
მოსწავლის დაკარგვის ტკივილი, არც ერთმა მასწავლებელმა არ უნდა გამოცადოს ...
გუშინ ბოლო გამოცდა ჩააბარა ისტორიაში და გადავიდა მეთორმეტე კლასში...
ძალიან მწარე, ტკივილიანი სასწავლო წლის დასასრული...
სულის კივილი, ეს გვჭირს ახლა ...“, - წერს ნინო ნიპარიშვილი.
როგორც „დაიჯესტს“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ასევე დაგაინტერესეთ:
⭕ტრაგიკული შემთხვევა კასპში - ვინ იყო ახალგაზრდა, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა