Digest Logo

„გუშინ იყო ყველაზე ბნელი ღამე - სამ დღეში მზე საგრძნობლად იწყებს ძალის მოკრებას, მატულობს სინათლე და მოდის შობა...“ - ნათია ფანჯიკიძე

1671693560
ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ზამთრის ბუნიობას ქრისტეშობასთან აკავშირებს და წერს, რომ ვინაიდან ყველაზე ბნელი ღამე უკვე იყო და სინათლე სიბნელეზე იმარჯვებს და 25-იდან დღე საგრძნობლად იმატებს, კარგი იქნება თუ შობის დღესასწაულს საქართველოშიც, სხვა მართლმადიდებელი ქვეყნების მსგავსად, 25-ში აღვნიშნავთ და არა 7 იანვარს.

„რა მაგის პასუხია და რა ჩემი დასადგენი საქმეა, მაგრამ გუშინ იყო ყველაზე ბნელი ღამე. სამ დღეში მზე საგრძნობლად იწყებს ძალის მოკრებას. მატულობს სინათლე და მოდის შობა. 7 იანვარს რა ხდება პლანეტის განათების საკითხში? მეტაფორულად ხომ სინათლის დაბრუნება უნდა ვიზეიმოთ? ჩვენც რომ 25-ში ვზეიმობდეთ, „საახალწლო ნაძვის ხე“ ჩვენთანაც, სხვა ქრისტიანული ქვეყნების მსგავსად, საშობაო ნაძვის ხედ გადაიქცეოდა. წმინდა ხედ, როგორადაც ნაძვი ითვლებოდა ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში და აღარც 25 დეკემბრის სადიდებელი ალილოები აღარ იქნებოდა აცდენილი მიზანს, მეტი ძალა ექნებოდა სიტყვას“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ფოიერვერკული ემოციებისა და თავბრუდამხვევი წელი იქნება“ - 2023 წლის სასიყვარულო პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

🔵„დღეიდან იუპიტერი ვერძშია - საოცრად მაგარი ამბები შეგეძლება დაატრიალო“ - დავით ნიბლაძე

🔵„2023-ში გველოდება 4 დიდი ინგრესია - წლის მთავარი კოსმიური ამოცანა იქნება - „დიპლომატია!“ - გიორგი ლობჯანიძე