სოციალური ქსელის მომხმარებელი შაკო ბუაჩიძე პოლონეთში მომხდარ ემოციურ ამბავს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს, თუ როგორ უანგაროდ დაეხმარნენ მას.
„შევდივარ ტოიოტას ვარშავის ცენტრში და ვეუბნები, რომ მჭირდება ეს თავსახური. მეუბნებიან, რომ ადგილზე არ აქვთ, მაგრამ შეუძლიათ, 2 საათში მოიტანონ. ვპასუხობ, რომ ამდენი დრო არ მაქვს, რადგან უკრაინისკენ მივდივართ, ლტოლვილებს ვეხმარებით. პოლონელი ხელით მანიშნებს, ერთი წამიო, მიდის, შოურუმის ახალი, გასაყიდი მანქანის კაპოტს აღებს, ხსნის ამ თავსახურს და მაძლევს. ფულიც არ გამოგვართვა. ჰო, ზღვაში წვეთია, მაგრამ ასეთი წვეთებისგან შედგება ზღვა“, - წერს შაკო ბუაჩიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵აპრილის თვის სილამაზის კალენდარი
🔵„მოერიდეთ სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას“ - ცაგარელის დღის რჩევა