„სხვისი ბედნიერების, სიხარულის და სილამაზის კრიტიკა არის ძალიან ცუდი ტონი“, - ამის შესახებ სცენარისტი ქეთი დევდარიანი სოციალურ ქსელში წერს და იმ შემთხვევას იხსენებს, როცა ხელის თხოვნის ერთ-ერთი მეთოდი გააკრიტიკა, რის გამოც უცნობმა კაცმა მას შეაგინა.
„სხვისი ბედნიერების, სიხარულის და სილამაზის კრიტიკა არის ძალიან ცუდი ტონი.
არავის არაფერი უშავდება ამ ჯოჯოხეთური „თრეშით“. რა გღლით, ვერ გავიგე? უყურეთ ანტონიონის, თუ ამით იღლებით.
თავის დროზე მეც ვაწყენინე ერთ ძალიან გოიმ, მაგრამ წესიერ და კარგ ადამიანს, რომელმაც შეყვარებულს ხელი მსგავსი მეთოდიკით თხოვა.
ხმამაღლა გამოვაცხადე, რომ მსგავსი წესით ხელის თხოვნა უნდა კრიმინალიზდეს.
ახალგაზრდა ვიყავი და ყველაფრის კრიმინალიზაციაზე მიმიწევდა გული და ხელი.
ჰოდა გაბრაზდა ეს პიროვნება და მაგინა. მაშინვე მივხვდი, რომ მართალია. აი, რა ჩემიტრაკის საქმე იყო?!“, - წერს ქეთი დევდარიანი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵„ძალიან ჰგავს მამას“ - როგორ გამოიყურება ლევან ქარაზანიშვილისა და ქეთი ძიგუას პირველი შვილი (ფოტო)