Digest Logo

ია ნინიძე იუბილარია - მსახიობი 65 წლის გახდა

1757341467
 ია ნინიძე #ნოესთან

საქართველოს კულტურის სამინისტრო მსახიობსა და რეჟისორს ია ნინიძე იუბილეს ულოცავს. მსახიობი დღეს, 8 სექტემბერს 65 წლის გახდა.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, მისი სახელი ქართული საზოგადოებისთვის ნიჭიერებასა და სილამაზესთან ასოცირდება:

„დაბადების დღეს ვულოცავთ თეატრისა და კინოს მსახიობს ია ნინიძეს.

ია ნინიძემ დიდი რეჟისორების ფილმებში დაუვიწყარი სახეები შექმნა. იგი ქართველებისთვის, პირველ რიგში, არის გოგონა „ვერის უბნის მელოდიებიდან“. გამორჩეულია მის მიერ შესრულებული როლი თენგიზ აბულაძის „მონანიებაში“; წლების განმავლობაში თამაშობდა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სცენაზე კახი კავსაძის, რამაზ ჩხიკვაძისა და სხვა ლეგენდარული მსახიობების გვერდით.

ია ნინიძის სახელი ასოცირდება ნიჭიერებასთან, მრავალმხრივ შესაძლებლობებთან, სილამაზესთან და შინაგან სიძლიერესთან. მისი სახელობის ვარსკვლავი, რომელიც გასულ წელს გაიხსნა, ხალხის სიყვარულის კიდევ ერთი გამოხატულებაა.

ქალბატონ იას ვუსურვებთ ჯანმრთელობასა და მრავალ წარმატებას შემოქმედებით გზაზე“, - აღნიშნულია საქართველოს კულტურის სამინისტროს მისალოც წერილში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„არც ერთი ზოდიაქო არ არის დაცული ცოდვისგან...“ - რას წერს ასტროლოგი ხატია ბედოშვილი

⭕ „ყველაზე დიდი საიდუმლოებით მოცული დღეა...“ - რა უნდა გავაკეთოთ 9 სექტემბერს? გიორგი ლობჯანიძის ასტროპროგნოზი

🎥 ლაშა გურულმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა მოიგო და მერვედფინალში გავიდა