Digest Logo

„იერუსალიმის გზებზე დაგებული ყოველი პალმის რტო და ტანსაცმელი ლოცავდეს ღმერთისა და მოყვასის მოყვარულს“ - გია მურღულია

1775405460
გია მურღულია

ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც ბზობის დღესასწაულზე წერს:

„უახლოვდება მაცხოვარი იერუსალიმს.
აი, შეუდგა ქალაქის ქუჩებს.
უამრავი ხალხი გამოფენილა.
გახარებულნი, აღტაცებულნი და შთაგონებულნი არიან - ყველა მას უღიმის და ეთაყვანება. პალმის რტოებსა და ტანსაცმელს უფენენ გზაზე. „ოსანას“ უმღერიან.
უმზერს მათ აღფრთოვანებულ სახეებს იესო.
წინასწარ ჭვრეტს, ბევრი მათგანი სულ რამდენიმე დღეში სინედრიონის წაქეზებითა და მოთხოვნით როგორ ერთსულოვნად დაიძახებს: „ჯვარს აცვი ეგე!“
რა მოკლე მანძილია კეთილგანწყობიდან მტრობამდე!
რა ცოტა დღეა ბზობიდან ჯვარცმამდე - სევდა გადასძალავს ადამიანის სულს.
თუმცა ამაზე ცოტა დროა ჯვარცმიდან აღდგომამდე და ეს ნათელი იმედებით ავსებს კაცთა გულებსა და ოცნებებს.
დღეს ბზობაა - გილოცავთ, ქართველებო, ქრისტიანებო, უბრალოდ კეთილო ადამიანებო!
იერუსალიმის გზებზე დაგებული ყოველი პალმის რტო და ტანსაცმელი ლოცავდეს ღმერთისა და მოყვასის მოყვარულს.
დღეს იერუსალიმი ყოველი ქრისტიანის გულია.
გზა დაუთმეთ - მაცხოვარი მობრძანდება!“, - წერს გია მურღულია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

მეუფე შიო: ნუ დავუშვებთ, რომ ჩვენს გულებში უფლის ადგილი დაიკავოს ყველა ცოდვამ და მანკიერებამ

⭕ვაკო ყაზაიშვილმა ჩინეთის სუპერლიგის ახალ სეზონში თავისი პირველი გოლი გაიტანა

🎥 მოძებნე შენი ზოდიაქოს ნიშანი და გაიგე რა გელოდება აპრილში - რა რეკომენდაციას გვიზიარებს თაკო მელიქიშვილი