
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ახლობელ გოგოზე სახალისო პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ.
„ერთი გოგოა, ჩემი ახლობელი, პანტერას ჰგავს, მაგარ ტანზეა, აზიდული ცისფერი თვალებით, ოქროსფერი ხვეული თმებით, ცოტა მხეცია, ცოტაც პრინცესა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ბარძაყზე თასმით აკრული, პირში ტყვია მიცემული ბერეტათი.
რაც ომი დაიწყო, ნაპირებს გადავიდა, მოკალით, დატკეპნეთ, დაადუღეთ, ტანკში ზის, პუტინისკენ მიიწევს, რომ ხორცსაკეპში დაფქვას და ტარტარად მიირთვას და ამ საღამოს ერთად ვიყავით, ნამცხვარი არ გინდა -მეთქი და მეო? მარხვაზე ვარ ჩემო კარგო...
ჰოი, ღმერთებო, მარხვაზეა, ყველს არ ჭამს, გესმით, ოთხშაბათობით ყველს არ ჭამს ეს პირსისხლიანი, იესო, ალაჰ, ბუდა და კიდევ ვინ ხართ მანდ წამოდრანცული და გვიყურებთ ტელეეკრანზე, იგი ყველს არ ჭამს, არ ჭამს, არა, არც მაწონს, არც კარაქიან პურს, ძეხვზე ლაპარაკი ზედმეტია.
არ გაწიროთ რა, დავიფიცებ, პურზე და წყალზეა“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇