
ფილოლოგი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და პერიოდულად შთამაგონებელ სტატუსებს აქვეყნებს, სადაც საზოგადოებას მის ცხოვრებაზე დაკვირვებას უზიარებს.
ამჯერად იგი საზოგადოებას მორიგ საინტერესო პოსტს უზიარებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„იესო ამბობდა, ადამიანი სიკეთით ანათებსო.
ეს, რა თქმა უნდა, მართალია.
ცხოვრებაში ბევრი ასეთი კაცი, ქალი, ბავშვი მინახავს.
ანთებული სანთელივითო, - რომ იტყვიან.
ღმერთი ასეთი ადამიანებით დაგვენახვება და გვიადვილებს იმას, რომ გვწამდეს.
ისინი მართლაც ანათებენ სამყაროს და უფალს მასში.
რა იქნებოდა ეს ქვეყანა მათ გარეშე? - უკურნებელი სიბნელე.
ღმერთს მადლობა მათი დაბადებისთვის - რა შესანიშნავები, როგორი თბილები, ღირსეულები, სანდონი და ღიმილიანნი არიან!
ეს თქვენ ხართ, ვინც ახლა ამას კითხულობთ.
თქვენ ანათებთ ღამეს.
თქვენ ანათებთ დღესაც - ეს უფრო ძნელია, მაგრამ სიკეთისთვის შეუძლებელი არაფერია.
სკეპტიკოსი იტყვის:
განა სხვები არ კითხულობენ ახლა ამ ნაწერს - ისეთები, არასდროს რომ არ ანათებენ?!
ალბათ კი, მაგრამ მათ შეუძლიათ შეიცვალონ.
სიკეთით ფერისცვალებაზე დიდი ადამიანური დღესასწაული არ არსებობს - სწორედ ამისთვის გაეკრა ჯვარზე იესო.
ამიტომ არის სინათლე მისი ღიმილი.
მეგობარო, დღეს უკვე გაანათე ვინმეს ცხოვრება?“, - წერს გია მურღულია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: