Digest Logo

🎥 „თუ ვინმე იცნობთ, გამაცანით - მინდა წავიყვანო სადმე საჩუქრად და ვაჩვენო, რომ ქართველები სტუმართმოყვარე და ცივილიზებული ხალხი ვართ“ - გურამ შეროზია სოცქსელში გავრცელებულ ვიდეოზე!

1750244375
გურამ შეროზია

ბლოგერი და მოგზაური გურამ შეროზია, რომელსაც სოციალურ ქსელში ამ დროისთვის 230 ათასი გამომწერი ჰყავს, ხშირად უზიარებს გამომწერებს თავისი ცხოვრების დეტალებს. ამჯერად მან გამოაქვეყნა მიმართვა, რომელიც „ფეისბუკზე“ გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოს ეხება და შეშფოთებულია მისი შინაარსით.

ვიდეოში ისმის კაცის ხმა, რომელიც უკმაყოფილოა „ვოლტის“ კურიერით - კერძოდ, ინდოელი გოგოს მომსახურებით. კაცი, სავარაუდოდ, გაღიზიანებულია იმით, რომ გამოძახებული ხინკალი მისთვის არასათანადო მდგომარეობაში მიიტანეს. იგი ხმამაღლა აპროტესტებს: „ვოლტის სამსახური რომ ხარ და აი, ამას რომ ასაქმებთ თქვენ სამსახურში...“

ვიდეოში ასევე ჩანს „ვოლტის“ კურიერი გოგო, რომელიც, როგორც ჩანს, ვერ იგებს მის მიმართ გამოთქმული პრეტენზიას ქართულ ენაზე და შეშინებული-დაბნეული თვალებით იყურება.

„ვაიმე იქ ვყოფილიყავი ნეტა!! 

ამ გოგოს თუ ვინმე იცნობთ - გამაცანით, წავიყვანო სადმე საჩუქრად და ვაჩვენო, რომ ქართველები სტუმართმოყვარე და ცივილიზებული ხალხი ვართ და ამ ერთი ხეპრე მუტრუკით არ შეგვაფასოს!

თუ გინდათ, ნახოთ გაუნათლებლობა, რასიზმი და ქაჯობა ერთ ვიდეოში. ეს საწყალი გოგო ისე შემეცოდა. ჯერ ერთი რა უკულტურობაა ლანძღო ახლგაზრდა გოგო თან ქართულად, რომელმაც ერთი სიტყვაც არ იცის შენ ენაზე და თავი კაცი გგონია!?

საქართველოს მოსახლეობის ნახევარი არის ემიგრაციაში და წარმოიდგინეთ ვინმე ჩვენს ემიგრანტებს ასე მოექცეს ხომ არ მოგვეწონება, არც მე მომეწონება.

ეს არის მაგალითი, როგორი არ უნდა იყო და როგორ არ უნდა მოიქცე. ჩემი დიდი მხარდაჭერა ამ გოგოს“, - ამბობს გურამ შეროზია. 

ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„საქართველოში მხოლოდ ფრჩხილების გასაკეთებლად ჩამოდიხარ...“ - შორენა ბეგაშვილი თბილისში იმყოფება, რა კადრებს აქვეყნებს მოდელი?

⭕🎥 „მიღწეულზე არ უნდა დაკმაყოფილდეთ, სპორტით სერიოზულად 13 წლის ასაკში დავკავდი...“ - რას ჰყვება მერაბ დვალიშვილი

⭕„სასწაულად გიხდება ყველაფერი“ - ქეთევან ხატიაშვილმა, რომელიც მესამე შვილის მოლოდინშია anouki-ს კაბა მოირგო