
ცოტა ხნის წინ მომღერალი და ტელეწამყვანი მარიამ როინიშვილი, მეორე შვილის დედა გახდა. მარიამის რჩეული ტელეწამყვანი ვახო კანდელაკია. წყვილის გოგო ეყოლა, რომელსაც კირა დაარქვეს.
ამჯერად წყვილმა ბავშვი ქრისტიანულად მონათლა. როგორც ჩანს ნათლობა, უჩვეულო გარემოში ჩატარდა.
მედიის ყურადღება განსაკუთრებით მიიქცია იმ ფაქტმა, რომ ცერემონიას ესწრებოდნენ ორივე მშობლის ყოფილი მეუღლეებიც.
„167 სერიის დასასრული. ცოტა ვერ გავიგე რა ხდება, მაგრამ ყველაფერი კარგად გვაქვს“, - ვკითხულობთ ფოტოს აღწერაში.
ცნობისთვის, მარიამ როინიშვილს და მის ყოფილ მეუღლეს მსახიობ გიორგი მახარაძეს ერთ საერთო შვილი ელენე ჰყავს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: