Digest Logo

„ილია ასოცირდებოდა ყველაზე მგრძნობიარე, პრობლემურ თემებთან და მხოლოდ მას შეეძლო, აგრესიულად განწყობილი ადამიანიც კი მეგობრად ექცია“ - მანანა თოქმაჯიშვილი

1672422925
მანანა თოქმაჯიშვილი

1 ივნისს თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი 47 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი თანამშრომელი მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში კოლეგას იხსენებს და წლევანდელ წელს ემშვიდობება.

„მიხარია, რომ ეს უმძიმესი წელი ჩამთავრდა. მძიმე წელი იყო, როგორც გლობალურად, ისე პირადად ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის.

დღეს კახიმ მთავრობის სხდომა ილიას გახსენებით დაასრულა: „ილიას დაზარალებულები, ილიას უსახლკაროები, ილიას მარტოხელა მოხუცები, ილიას ბაგა-ბაღები - ასე მოვიხსენიებდით გუნდში მის საკურატორო თემებს. გაჭირვებაში მყოფი ადამიანებისთვის გადაჭრილი ყოველი საკითხი, მოგვარებული პრობლემა ნამდვილი ზეიმი იყო მისთვის".

მართლა ასე იყო, ილია ასოცირდებოდა ყველაზე მგრძნობიარე, პრობლემურ თემებთან და მხოლოდ მას შეეძლო, აგრესიულად განწყობილი ადამიანიც კი მეგობრად ექცია. იკო მადლობა ყველაფრისთვის!“, - წერს მანანა თოქმაჯიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„გული უნდა გწყდებოდეს, როცა ახალი წელი მოდის, რადგან წლოვანება გემატება და ბერდები, მაგრამ მაინც მიხარია“ - ნანი ბრეგვაძე

🔵„სასწრაფოდ გაავრცელეთ, გთხოვთ, დაგვეხმარეთ“ - რომში დაკარგულ ქართველს ეძებენ

🔵„სახე წაშლილი მქონდა, ძალიან განვიცდიდი ერთ საკითხს.. მოვუყევი, მე ვიცი შენ რაც გამოგიყვანს ამ მდგომარეობიდანო. ძალიან მაგრად ჩავეხუტები“ - მალიბუ ტუღუში შეროზიაზე