Digest Logo

🎥 ილია სულამანიძის და თაკო მეგრელიძის შესრულებულმა „დაისმა“ სოციალურ ქსელი მოიცვა - კადრები ძიუდოისტის ქორწილიდან

1792935392
ილია სულამანიძე

ცნობილმა ქართველმა ძიუდოისტმა, ოლიმპიურმა ვიცე-ჩემპიონმა და 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონმა ილია სულამანიძემ ჯვარი დაიწერა. 

ილიას რჩეული მოცურავე თაკო მეგრელიძეა.

წყვილმა გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა, რომელსაც უამრავი ცნობილი სახე ესწრებოდა. 

ქორწილიდან უამრავი კადრები გავრცელდა, ამჯერად გთავაზობთ ვიდეოს სადაც ჩანს წყვილის მიერ შესრულებული ქართული ცეკვა - დაისი, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ ილიამ თაკოს ხელი 2025 წლის აგვისტოში, საბერძნეთის ულამაზეს კუნძულ სანტორინიზე სთხოვა, რის შემდეგაც წყვილმა ქორწილისთვის მზადება დაიწყო.

წვეულება კი, რომელსაც უამრავი სტუმარი დაესწრო, „ვილა  მოსავალში” გაიმართა. წყვილის ქორწილში სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად ილია თოფურიაც იმყოფებოდა.

ნახეთ ვიდეო: 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„კვირა დღის მადლი, ღვთის წყალობა და სულიერი სიმშვიდე მუდამ თქვენთან ყოფილიყოს“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი

⭕„ადრე იყო შენი წასვლა, მსუბუქი იყოს შენთვის ქართული მიწა, რომლის ღირსების დასაცავად ლომივით იბრძოდი მწვანე მინდორზე!“ - გია ბაღაშვილი გიორგი ნემსაძეს ემშვიდობება

⭕ „სუპერმსუბუქ დივიზიონში ყველა დროის საუკეთესოა“ - დანა უაითმა მერაბ დვალიშვილსა და პიოტრ იანზე ისაუბრა

✕