ჯასტინ გეიჯთან გამართული მძიმე და დრამატული ბრძოლის შემდეგ, რომელშიც ილია თოფურია დამარცხდა, სოციალურ ქსელებში განხილვის მთავარი თემა არა მხოლოდ სპორტული შედეგი, არამედ მებრძოლის ყოფილი მეუღლის, ჯორჯინა უზკატეგუის პოსტიც გახდა.
ცნობილია, რომ ილია თოფურიამ ოქტაგონზე მრავლობითი ფიზიკური დაზიანება მიიღო, მათ შორის, თვალების არეშიც. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დაზიანებებმა ილიას მხედველობაზეც იქონია გავლენა, თუმცა მებრძოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე გაუმჯობესებულია და მას მხოლოდ დასვენება და ძალების აღდგენა ესაჭიროება.
ილია თოფურიას ბრძოლის შემდეგ მისმა ყოფილმა მეუღლემ, ჯორჯინა უზკატეგუიმ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ამონარიდი ბიბლიიდან. ბევრმა გულშემატკივარმა მიიჩნია, რომ მის მიერ გაზიარებული შეტყობინებები პირდაპირაა დაკავშირებული თოფურიას ამჟამინდელ მდგომარეობასთან.
„სავლე მიწიდან წამოდგა და, თუმცა თვალები ღია ჰქონდა, ვერაფერს ხედავდა. სამი დღის შემდეგ, მოწაფემ, სახელად ანანიამ, მისთვის ილოცა და მას მხედველობა დაუბრუნდა.
ქრისტიანულ ტრადიციაში ეს სიბრმავე ხშირად განიმარტება, როგორც მხედველობის ფიზიკურ დაკარგვაზე მეტი რამ: ეს სიმბოლურად გამოხატავდა იმას, რომ სავლე სულიერად „ბრმა“ იყო და გზის გაგრძელებამდე უნდა გაჩერებულიყო და მოვლენები სხვაგვარად დაენახა.
გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“, - წერს ჯორჯინა უზკატეგუი. 
ცნობისთვის, UFC-ის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია და მისი მეორე მეუღლე ჯორჯინა უზკატეგუი ოფიციალურად განქორწინდნენ. წყვილის ურთიერთობის დასრულების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ესპანურ მედიაში გავრცელდა, მოგვიანებით კი სასამართლო დავისა და შეთანხმების დეტალებიც გახდა ცნობილი.
გავრცელებული ინფორმაციით, თოფურიამ განქორწინება 2025 წლის ბოლოს მოითხოვა, რის შემდეგაც მხარეებს შორის სამართლებრივი დავა დაიწყო. თავად ილია აცხადებდა, რომ პირადი და ოჯახური პრობლემების გამო გარკვეული პერიოდი სპორტული კარიერაც შეაჩერა. მოგვიანებით ესპანურმა გამოცემა Marca-მ დაწერა, რომ ყოფილმა მეუღლეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და სასამართლო დავა დასრულდა.
წყვილს საერთო შვილი - ქალიშვილი დედის მოსახელე, ჯორჯინა ჰყავს. ბოლო თვეებში მათი ურთიერთობა აქტიურად განიხილებოდა როგორც ქართულ, ისე ესპანურ მედიაში, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში ერთმანეთისგან დისტანცირების შემდეგ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ვიღაცის თვალი მეცა...“ - რა შეემთხვა შორენა ბეგაშვილს?
⭕სკანდალი, რომელიც UFC-ის ბრძოლის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი - დაკავებულია 5 პირი