Digest Logo

„ილიამ შესანიშნავად იცის, რომ ხან შეიძლება წააგო, მაგრამ არ დამარცხდე... მომავალი მისია, ის აუცილებლად დაბრუნდება“ - გიორგი კეკელიძე

1781614414
გიორგი კეკელიძე

თეთრ სახლში გამართულ UFC Freedom 250-ის საიუბილეო საღამოზე ილია თოფურიას მარცხმა ჯასტინ გეიჯისთან მთელი საქართველო შეძრა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ორი რაუნდის შემდეგ ქართველი „მატადორი“ ბრძოლას დამაჯერებლად იგებდა, ფინალი დრამატული აღმოჩნდა.

თვალის დაზიანების გამო ილია თოფურიას ბრძოლის გაგრძელების უფლება არ მისცეს და გამარჯვებული ჯასტინ გეიჯი გახდა. აღნიშნული შედეგის მიხედვით ილიამ, მსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარი დათმო. ეს იყო პირველი წაგება ქართველი მებრძოლის კარიერაში.

მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ილია თოფურიას შესახებ აქვეყნებს სტატუსს და UFC-ის მებრძოლს ამხნევებს: 

„ილია თოფურია იბრძოდა ისე, როგორც ვიცით, რომ ჩვენი საუკეთესო წინაპრები იბრძოდნენ.
და ილიამ შესანიშნავად იცის, რომ ხან შეიძლება წააგო, მაგრამ არ დამარცხდე.

რადგან ერთადერთი ბრძოლა, სადაც დამარცხდები, არის ბრძოლა, რომელსაც არ იბრძოლებ.
მომავალი მისია. ის აუცილებლად დაბრუნდება. და ყველა დროის საუკეთესო გახდება“, - წერს გიორგი კეკელიძე. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ძმაო, მათ, ვინც შენს მარცხს ზეიმობს, არ იციან, რა ელით წინ“ - სერხიო რამოსი ილია თოფურიას

⭕„ესეც ჩემი 79-ე ქვეყანა“ - რა ფოტოს აქვეყნებს სოსო ნებიერიძე

⭕ხვიჩა კვარაცხელია ცოლ-შვილთან ერთად ისვენებს – რა კადრებს გვიზიარებს ნიცა თავაძე