Digest Logo

„იმდენად გავიზარდე და ისეთი მოგონებები შევქმენი, რომელიც მთელი ცხოვრება გაგრძელდება“ - ვალალო კოპალეიშვილი

1739965536
ვალალო კოპალეიშვილი.

ახალგაზრდა მსახიობმა, რომელიც მაყურებელმა ახლახან გაიცნო და პროექტი „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე იყო, 18 თებერვალს პროექტი დატოვა. 

მისი მეწყვილე ელენე დავითაია იყო. წყვილი პროექტს ნახევარ ფინალში გამოეთიშა.

პროექტის დატოვების შემდეგ სოციალურ ქსელში ვალალომ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც იგი მაყურებელს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. 

„როცა ვფიქრობ ჩემს მოგზაურობაზე ცეკვავენ ვარსკვლავებში, გადატვირთული ვარ მადლიერებით იმ წარმოუდგენელი მხარდაჭერისთვის, რომელიც თქვენგან მივიღე. ჩემო გულშემატკივრებო მადლობას გიხდით, რომ მგულშემატკივრობთ!

თქვენმა მხარდაჭერამ გააძლიერა ჩემი მონდომება, თქვენს გარეშე აქამდე ვერ მოვიდოდი.

დიდი მადლობა ცეკვავენ ვარსკვლავების მთელ გუნდს ამ არაჩვეულებრივი შესაძლებლობისთვის, იმდენად გავიზარდე და ისეთი მოგონებები შევქმენი რომელიც მთელი ცხოვრება გაგრძელდება, მადლობელი ვარ ამ სცენაზე გატარებული ყოველი წამისთვის! 

ეს მხოლოდ დასაწყისია ! სიყვარულით და მადლიერებით“, - წერს ვალალო კოპალეიშვილი.

ცნობისთვის, მეგაშოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეცამეტე სეზონის ფინალისტები არიან მომღერალი ანი კეკუა და ოთო წიკლაური, მომღერალი მარიამ შენგელია და სანდრო საბაძე, მსახიობი ნანუკა სტამბოლიშვილი და რატი გაჩეჩილაძე.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ჩვენ არ შეიძლება ვიწუწუნოთ, ჩვენ არ შეიძლება ვთქვათ - ღმერთო, რატომ ვართ ამ დღეში?!“ - მამა თეოდორე გიგნაძე

⭕„მორალზე საუბრობდა, სრულიად ამორალი...“ - რას წერს გიორგი ჯაჯანიძე

🎥 „ყველას ეგონა, ჩვენი ოჯახი მალევე დაინგრეოდა“ - როგორია 14 წლიანი ქართულ-ინდური ოჯახის თანაცხოვრება?