Digest Logo

🎥 „იმედი მაქვს, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში კიდევ ბევრი ქართველი გაიტანს გოლს... ამის მჯერა, რადგან ძალიან კარგი ახალგაზრდები გვყავს“ - ხვიჩა კვარაცხელია

21 თებერვალი 8:50
ხვიჩა კვარაცხელია

„პარი სენ-ჟერმენმა“ 20 თებერვალს „ბრესტი“ ანგარიშით 7:0 გაანადგურა და ჩემპიონთა ლიგის 1/16- ფინალში გავიდა.

შეხვედრაში გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა ხვიჩა კვარაცხელიამ. იგი ამით პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაიტანა.

ქართველი ფორვარდის თამაშს ესწრებოდა Geo Team- ის დამფუძნებელი, სპორტული ჟურნალისტი საბა საპანაძე, რომელიც კვარაცხელიას მატჩის შემდგომ კომენტარს გვიზიარებს:

„იმედი მაქვს, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში კიდევ ბევრი ქართველი გაიტანს გოლს. ამის მჯერა, რადგან ძალიან კარგი ახალგაზრდები გვყავს. გახარებული ვარ პირველ რიგში გუნდის მოგებით, რადგან „ბრესტთან“ 7:0-ის მოგება მარტივი ამბავი არ არის. ვცდილობთ კარგად ვითამაშოთ და მეც მინდა, რომ უფრო კარგად გავიხსნა“, - ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ბოლო ჟამს განქარდება სიყვარული...გული მიკვდება როდესაც ცოლ-ქმარი პატარა რაღაცაზე კამათობს...“ - რას ამბობს მამა ბენიამინ ბელქანია?

🎥 „ცხოვრება ხუთი წუთია და უნდა ვეცადოთ, რომ ყოველი წუთი დავაფასოთ...“- როგორია ერთი დღე „ლელიანის“ ზრუნვის სახლის წევრებისთვის?

🎥 ვინ და როგორ გავლენას ახდენს ბავშვის ცხოვრებაზე - სპეციალისტის რჩევები