Digest Logo

„იმედი მაქვს პრობლემებზე იმუშავებს გუნდი და კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს კოლექტივი...“ - გიორგი ლობჯანიძე ქართველ კალათბურთელებზე

1757533326
 გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.

ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებზე წერს:

„ნებისმიერ შემთხვევაში, მადლობა საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს ბრძოლისთვის, წინ კიდევ დიდი გამოწვევები იქნება, თუმცა უნდა ვაღიაროთ რომ გუნდის მთავარი პრობლემა სამქულიანი სროლების გაფუჭება და ფარის შენახვაა.

ფინეთი უდავოდ უკეთესი იყო დღეს, აღარაფერს ვამბობ მათ სროლებზე, ფაქტობრივად ფანტასტიკის სფეროს ვადევნებდით თვალს. ლამის ცენტრიდან ნასროლი ბურთები ყველა ბადეში მოათავსეს, ეს მართლაც სრული პროფესიონალიზმი და საკუთარი საქმის მცოდნეობაა.

ჩვენს ნაკრებს სჭირდება სწორედ ასეთი მსროლელები! თუნდაც ნატურალიზირებული მოთამაშეები.
იმედი მაქვს პრობლემებზე იმუშავებს გუნდი და კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს კოლექტივი. 1/4 ფინალი კარგი იყო, თუმცა სხვა დროს კიდევ მეტს ვისურვებთ.

პ.ს. რაც შეეხება ჩვენს კაპიტანს: ამაზე ბევრს არ ვისაუბრებ, მხოლოდ ერთს ვიტყვი, როცა კაპიტანი ხარ და გუნდის უპირობო ლიდერი - სხვანაირი პასუხისმგებლობა გმართებს“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕გიორგი შერმადინი - „ვულოცავ ჩემს გუნდსა და ქართველ ხალხს ასეთ ისტორიულ ევრობასკეტს“

🎥 Dua Lipa უკვე აიფონ 17 პრო-ს მომხმარებელია - რა ვიდეოს ავრცელებს Apple

⭕„შენ ხარ ის ადამიანი, ვისაც მინდა, მთელი ჩემი სიყვარული, სითბო, თანადგომა მივუძღვნა“ - მარიამ მათიაშვილი მეუღლეზე