
ცნობილი პოპვარსკვლავი და ყველასათვის საყვარელი მომღერალი Dua Lipa უკვე აიფონ 17 პრო-ს მომხმარებელია. სოციალურ ქსელში მომღერლის გადაღებულ ვიდეოს ახალი სმარტფონით Apple აქვეყნებს.
„შემოუერთდით პოპმუსიკის ხატს Radical Optimism Tour-ის ერთი დღით“, - წერს Apple ვიდეოზე.
ცნობისთვის, კუპერტინოს ტექნოლოგიურმა გიგანტმა თავისი უახლესი iPhone 17 გუშინ, 9 სექტემბერს ოფიციალურად წარადგინა.
სმარტფონს ექნება მაღალი განახლების სიხშირის ეკრანი. მოწყობილობა აღჭურვილია უახლესი A19 პროცესორით, ასევე ახალი თაობის Ceramic Shield-ით, რომელიც ეკრანს ნაკაწრებისგან უფრო კარგად იცავს.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ბავშვი არ მინახავს აპრილიდან...“ - რა ვიდეოს აქვეყნებს კახი მამულაშვილი