პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებზე, ძიუდოს ტურნირზე 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა ბექაური ოქროს მედალს დაეუფლა.
24 წლის ქართველმა იაპონელი სანშირო მურიო დაამარცხა და კარიერაში მეორე ოლიმპიურ ოქროს დაეუფლა.
ლაშას გამარჯვებას სოციალურ ქსელში პირველი ქართველი UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია გამოეხმაურა:
„იმსახურებ ლაშა, ჩემო ძმაო. ელიტარული სპორტსმენი და უკეთესი პიროვნება“, - წერს ილია თოფურია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია!