
ინგლისში ჩარლზ მესამის კორონაციის აღსანიშნავად მეფის შოკოლადის ბიუსტი დაამზადეს.
ამის შესახებ СNN-ი იტყობინება.
გამოცემის ცნობით, ქანდაკება 23 კილოგრამს იწონის და ის ბრენდმა Celebrations წარადგინა.
პროექტს შოკოლატიე ჯენიფერ ლინდსი-კლარკი ხელმძღვანელობდა. მის გუნდს ქანდაკების მოსამზადებლად 130 საათი დასჭირდა.
სპეციალისტებმა ამისთვის 17 ლიტრი მდნარი შოკოლადი გამოიყენეს.
შოკოლადის ბიუსტი ინგლისის ქალაქ სლოში, Celebrations-ის ერთ-ერთი ბრენდის, Mars-ის სათავო ოფისში გამოიფინება. მეფე ჩარლზის კორონაცია 6 მაისს, ლონდონში გაიმართება.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵 „ჩემთან კონტაქტის გარეშე ნუ მიგზავნით „საჩუქრებს” სარეკლამოდ!“ - მაია ასათიანი