Digest Logo

„იოანე ნათლისმცემელი იყო უდაბნოს გვრიტი და კაცთა შორის ყველაზე თავმდაბალი“ - გიორგი ლობჯანიძე წმინდანს ხსენების დღეზე

1783410659
გიორგი ლობჯანიძე

იოანე ნათლისმცემელი ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წმინდანია, რომელსაც მაცხოვრის წინამორბედად მიიჩნევენ. მისი ცხოვრება, ქადაგება და მოწამებრივი აღსასრული საუკუნეების განმავლობაში რწმენის, სიმართლისა და სულიერი სიმტკიცის სიმბოლოდ რჩება, ხოლო მისი ხსენების დღე მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე იოანე ნათლისმცემლის ხსენების დღესთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს გვთავაზობს:

„დღეს ქრისტიანული სამყაროსთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, რომელიც უფლის წინამორბედს წმინდა იოანე ნათლისმცემელს უკავშირდება.

როგორც ვიცით, მარადიული მზის - იესო ქრისტეს დაბადებას წინ უსწრებდა ცისკრის ვარსკვლავის ამოსვლა იოანე ნათლისმცემლის სახით.

იოანე უფლის ხორციელი ნათესავი იყო, რომელმაც ასპარეზი განუმზადა მას. იგი ძველი და ახალი აღთქმის მიჯნაზე მოღვაწეობდა.

მისი ცნობილი სიტყვებია, რასაც მუდამ ქადაგებდა: „შეინანეთ, რამე თუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა“,
რომელ ცათა სასუფეველზე საუბრობდა მაინც?

როგორც მოგეხსენებათ, ძველი აღთქმის წლებში, როდესაც ღმერთსა და ადამიანს შორის ურთიერთობის ხიდი ჩამტყდარი იყო, ნებისმიერი სული განურჩევლად სისპეტაკისა მიდიოდა ბოლოს ქვესკნელში.

ქრისტეს განკაცების და მისი ჯვარზე გაკვრის შემდეგ ნათქვამის პირველი ნაწილი შესრულდა.

ღმერთსა და ადამიანს შორის მიტევების ეტაპმა გაიარა და თვით ჯოჯოხეთიდან სულებს ზეცის კარი გაეღოთ.

ამას თავად ბერძნული მითოსიც მოწმობს, სადაც ნახსენებია, თუ როგორ ჩადის 3 დღის მიცვალებული მაცხოვარი ჰადესის სამფლობელოში და ამხობს მის სამეფოს!

მეორე ნაწილი კი აღსრულდება მისი დიდებით დაბრუნების შემდეგ, როდესაც განიკითხება „ძე კაცისას“ მიერ ყოველი და დედამიწაზე ცხოვრების ეს ფორმა ბოლომდე შეიცვლება.

წმინდა იოანე ნათლისმცემელი იყო უდაბნოს გვრიტი, როგორც მას უწოდებდნენ და კაცთა შორის ყველაზე თავმდაბალი, როგორც ქრისტე ბრძანებს.

წმინდა იოანეს ანგელოზის მსგავსად ფრთებით გამოსახავენ ხოლმე.

მისი ამ ქვეყნიდან გასვლის შემდეგ აღსრულდა წინასწარმეტყველება და მიწაზე ასპარეზი ბოლომდე იესოს ხელში გადავიდა, დაწერილიც უცდომლად აღსრულდა.

გილოცავთ, შეგეწიოთ წმინდა იოანე ნათლისმცემელი ყველას!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესეთ:

🎥 ვენერა ქალწულში, მარსისა და ურანის ტანდემი: რა ცვლილებებს გვიმზადებს უახლოესი პერიოდი? - ქეთი ოდიშელის ასტროპროგნოზი

⭕ „სულიკო თუ არის საბერწიაზე? როდესაც შევიტყვე იქ იყო...“ - გიორგი ნიკოლავა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

🎥 „მე ყველაფერი გავეცი რითაც ბედნიერი ვარ...“ - კრიშტიანუ რონალდუმ სანაკრებო კარიერა დაასრულა