ბლოგერი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს პოსტებს, რომელიც ბებიის ნათელას, შესახებ გვიყვება და საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ამჯერად, იგი ბებიის ფოტოს აქვეყნებს და ემოციურ პოსტს ურთავს თან:
„იოლი ცხოვრება არ ჰქონია მაგრამ ყველაფერი შეძლო. ოჯახი, შვილები, შვილიშვილები.
გაჭირვებასთან ბრძოლა. ადამიანებზე ზრუნვა. შრომა, შრომა და შრომა. ყოველთვის მაგალითი იქნები, სტიმული“, - წერს გივიკო დიდია.
შეგახსენებთ, რომ გივიკო დიდია გამორჩეული გურული ბლოგერია, რომელიც სოციალურ ქსელში ხშირად აზიარებს ბებიასთან ერთად გადაღებულ კადრებს. მათ დუოს ინტერნეტში უამრავი გულშემატკივარი ჰყავს.
სოცქსელში ბლოგერის გამომწერები ხშირად აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებით ხიბლავთ ნათელა ბებოს უშუალობა, იუმორი და ის განსაკუთრებული სითბო, რომელიც ბებო-შვილიშვილის ურთიერთობიდან მოდის.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
📸 ბუდუ ზივზივაძე მეუღლესთან ერთად ესპანეთში მოგზაურობს
🎥 დაშორდნენ თუ არა გიორგი ჯობავა და სალი წვერავა? - „ცუდ დღეში ვართ“