ზუსტად 1 წლის წინ, 2025 წლის 1-ელ სექტემბერს, მომღერალი თამუნა ამონაშვილი 16-წლიანი ლოდინის შემდეგ დედა გახდა.
მას და მის მეუღლეს, რეზიკო არჩვაძეს, ქალ-ვაჟი შეეძინათ.
ტყუპები 1 წლის გახდნენ, მათი ვიდეო დედამ, თამუნა ამონაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა:
„დღეს იონას და მელანიას დღეა!
რა მალე გავიდა ერთი წელი!
მადლობა უფალს ყველაფრისთვის!“, - წერს თამუნა ამონაშვილი.
ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე: https://www.facebook.com/reel/1452784720008886
ცნობისთვის, 22-წლიანმა თანაცხოვრებამ მომღერლისა და პროდიუსერის წყვილი ბევრ ქარტეხილს გამოატარა. საქართველოსა და რუსეთში ცხოვრებას თან სდევდა მუდმივი მკურნალობა და შვილთან შეხვედრის დიდი მოლოდინი.
როგორც თამუნა ამონაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, ფიქრობდა, რომ მისი მისია მომღერლობა და ადამიანების ცხოვრების გალამაზება იყო, თუმცა მოხდა საოცრება და დღეს, 60 წელს გადაცილებული მომღერალი, ორი შვილის დედაა.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕სექტემბრის სილამაზის და ჯანმრთელობის კალენდარი ფენშუის სპეციალისტისგან
⭕„რა დიდი ბიჭია უკვე, იმპერატორი“ - სალომე ბაკურაძე შვილის ახალ ფოტოებს გვიზიარებს