Digest Logo

„იპოვა ბედნიერი გზა, მაგრამ რა? არაფერი! როგორც უგუნურებს ემართებათ, მასაც იგივე დაემართა...“ - რას წერს გია ჯაჯანიძე

1761551527
გია ჯაჯანიძე

ტელეწამყვანი გიორგი ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მისეულ დაკვირვებებს, შეფასებებს თუ გამოცდილებებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.

ამჯერად ტელეწამყვანი მორიგ საინტერესო პოსტს აქვეყნებს:

„გზა აბნეოდა და დაყლატუნობდა. მართლა, მართლა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით დაყლატუნობდა.

მერე როგორც იქნა იპოვა, ლამაზი, ია-ვარდ მოფენილი ბედნიერი გზა, მაგრამ რა? - არაფერი!

როგორც უგნურებს ემართებათ, მასაც იგივე დაემართა.

მობეზრდა ბედნიერების გზა და პიედესტალზე დგომა, ჩამოვიდა თავისი ნებით, ღირსება მოიხსნა და წყალს გაატანა.

ისევ აებნა გზა-კვალი და არ იცოდა რა ექნა.

ამიტომ „ბლის ხეზე ავიდა, ატმის ჭამა დაიწყო და ტყემლის კურკებს ისვრიდა“, ასე იჯდა დიდხანს ბედის მომლოდინე, იჯდა და ილუზიაში ცხოვრობდა, ხან რას მიედებ-მოედებოდა და ხან რას.

ერთ დღეს მოვიდა ორი ურჩხული, გზა აბნეულს კარალიოკის მარცვლები გადააყლაპეს, უთხრეს, რომ შენ ჩიტი ხარო, ჩასვეს გალიაში და სადღაც წაიყვანეს.

პატარა ლეკვი ისე ლაღად დახტოდა და თამაშობდა, თითქოს არაფერი მომხდარა. მასაც გზა აბნეოდა, მაგრამ პრობლემას ვერ ხვდებოდა.

ლეკვი ამ ამბავში ვერ ჩავსვი, მაგრამ იყოს, ამბავს უხდება. მწყერი უფრო ლამაზად დაგოგმანობს, ვიდრე დაფრინავს“, - წერს გია ჯაჯანიძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„ელოდეთ სიყვარულს, ფრთხილად! შესაძლოა, ვინმემ ფული მოგპაროთ...“ - რაზე მიგვანიშნებს საათზე განმეორებითი დროები? 11:11, 22:22, 03:03 და ა.შ.

„რატომ არის „აი ია“ გენიალური მიგნება? რატომ ვერ წარმოუდგენიათ ქართველებს ამ ორი მარტივი სიტყვის ერთობის გარეშე საკუთარ შვილთა აღზრდა?“ - გია მურღულიას განმარტება

„გლოვის ყველაზე მძიმე დღე არ არის დაკრძალვის დღე და არც იმ ადამიანის წასვლის წლისთავი...“ - ტრაგიკულად დაღუპული სალომე გორგაძის დის ემოციური პოსტი