ტრენერი, პროგრამის „რეთრითი“ ხელმძღვანელი, ადამიანი, რომელიც საზოგადოებას სულიერ ტრანსფორმაციაში ეხმარება, ლევან მათითაშვილი სოციალურ ქსელში სიზმრებზე საუბრობს:
„შენ თუ კარგად დააკვირდები სიზმრებს, იქ იწერება შენი მომავალი, როდესაც გძინავს იღვიძებს ასტრალური, ნატიფი, უხილავი სხეული.
თუ სიზმრები არ გაქვს, არაუშავს, თუ არ გახსოვს მაგასაც არაუშავს, ოღონდ გაითვალისწინე სიზმრებში რასაც ხედავ ზუსტად ისე არ იქნება, დეტალები იქნება. (ფაზლი).
„კოშმარული” სიზმრები არის - ქვეცნობიერი შიში როდესაც ეჯახება ცნობიერ სურვილს და მეტი არაფერი.
ხოლო მთლიანობაში სიზმრები გიძერწავს მომავალ ცხოვრებას, ამიტომ დაიძინე დროულად და გაიღვიძე დროულად, მოიწესრიგე ძილი, რომ უკეთესი მომავალი გქონდეს.
სიზმრებს თუ დააკვირდები და ჩაიწერ დეტალებს, მაგ. როგორ იჯექი რა გეცვა სად იდექი, რას უყურებდი და ა.შ. რამდენიმე წელიწადში ნახავ ძალიან ბევრ დამთხვევას, ბევრად ლამაზ და კარგ ფერებში და მოცემულობებში.
ის ვინც ვერ ხედავს სიზმრებს არ ნიშნავს, რომ მომავალი არ აქვს. სიზმრები (ფერადი თან) თუ გინდა რომ გქონდეს, მაგაზე ცალკე მუშაობა არის საჭირო“, - წერს ლევან მათითაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: