უკრაინაში დაღუპულ ქართველი მებრძოლი, ზაქარია შუბითიძე ჩამოასვენეს. მას აეროპორტში ოჯახის წევრები და მეგობრები დახვდნენ. „ქართული ლეგიონის“ მებრძოლი 18 სექტემბერს მასობრივი საარტილერიო იერიშის სამიზნე გახდა, რის შედეგადაც მძიმედ დაიჭრა, თანამებრძოლებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
გარდაცვლილზე სოციალურ ქსელში გიგა მაქარაშვილი წერს:
„არავინ კვდება იმაზე ფიქრით, ნეტავ ჩემს დაკრძალვაზე ბევრი ხალხი თუ მოვაო!
არავინ, საერთოდ არავინ ხარჯავს სიცოცხლის ბოლო წამს იმაზე ფიქრში, ნეტავ როგორ დამიფასდება გმირული სიკვდილიო…
აღარც ზაქროსთვის შეიცვლება რამე, მაგრამ დღეს მის დაკრძალვას ბევრი ბავშვი შეესწრება და ჩრდილში შეტეხილი მანქანების თვალიერების მაგივრად, გმირთან გამოსამშვიდობებლად მოსულ ზღვა ხალხს თუ დაინახავენ… იქნებ სიკვდილის შიში თავიდანვე გავუქროთ მომავალ გმირებს და სამშობლოსთვის სიცოცხლე მოვანდომოთ?
დღეს, 13:00, ლაგოდეხში, წმინდა სამების ტაძარში გადაასვენებენ ზაქრო შუბითიძეს. შემდეგ კი მშობლიურ სოფელში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ!
ლაგოდეხამდე ჩასვლა თუ დაგვეზარა, სოხუმში მით უფრო ვერ ჩავალთ!“, - წერს გიგა მაქარაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: