საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი ცოტნე გამსახურდია 2019 წლის, 19 დეკემბერს დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი საზღვარგარეთ ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.
ამჯერად იგი საქართველოში, საკუთარ სახლში გადის რეაბილიტაციის კურსს.
ცოტნეს მეუღლე ანა ჯაბაური სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც დეტალურად ხსნის, რას მოიცავს ცოტნეს რეაბილიტაცია:
„Ds: მრავლობითი ტრავმა დაუზუსტებელი. გულმკერდის ნაწილის ღია ჭრილობა. გულმკერდის მარცხენა ნახევრის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა. გულმკერდის ღრუს ორგანოების ტრავმა. გულმკერდის ღრუში შემავალი ჭრილობა ფილტვის გამჭოლი დაზიანებით. ფილტვის სხვა ტრავმები, გუმლკერდის ღრუში შემავალი ჭრილობა. ტრავმული ჰემოპნევმოთორაქსი და ღია პნევმოთორაქსი. მხარის სარტყლის და სხვა დაუზუსტებელი ნაწილების ღია ჭრილობა, ლავიწ-აკრომიონის შესახსრების ადგილას ნაჩხვლეტი ჭრილობა. თავის მრავლობითი ღია ჭრილობები. თავის მრავლობითი ტრავმები. ქალასარქვლის მოტეხილობა, მარცხნივ შუბლის თხემის ძვლების მრავალფრაგმენტული, იმპრესიული მოტეხილობა. ტრავმული სუბდურული სისხლჩაქცევა, მარცხენა ჰემისფეროს სუბდურული ჰემატომა მთელ სივრცეზე. მარჯვენა ჰემისფეროს და ჰემისფეროთაშორისი სივრცის სუბდურული ჰემორაგია. თავის ქალას გაჭყლეტა.
ესაა დიაგნოზი, რომლითაც ცოტნე 2019 წლის 19 დეკემბერს, ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში, ოთხი ლაჩარი არაკაცის მზაკვრული თავდასხმის გამო გადაიყვანეს.
ამ დიაგნოზების გრძელ ნუსხას, თურქეთსა და გერმანიაში, წელიწადნახევრიანი ჰოსპიტალიზაციის პერიოდში, დაემატება 7 ჩატარებული ქირურგიული ოპერაცია, ორჯერ გადატანილი მძიმე მენინგიტი, გენერალიზებული სეფსისი, სამჯერ განვითარებული კომა, 6 მძიმე ჰოსპიტალური ინფექცია და 1,5 თვიანი ეპილეფსიური სტატუსისა და სერიული გულყრების მონაცვლეობა…
ამ ყველაფერს მანანა არჩვაძის მიერ (ზოგჯერ საკუთარ არაადეკვატურ და აგრესიულ მომხრეებთან ერთადაც) მკურნალობა-რეაბილიტაციის გზაზე შექმნილი არაერთი სერიოზული დაბრკოლებაც დაემატა.
მაგრამ მაინც, ვცოცხლობთ, ვიბრძვით, იმედს არ ვკარგავთ და გაუმჯობესებასაც ვაღწევთ.
გვინდა მოგიყვეთ, როგორ ვახერხებთ ამას, იქნებ, ცოტნეს მდგომარეობაში მყოფ რომელიმე პაციენტს ცოტათი მაინც დაეხმაროს ჩვენი გამოცდილება“, - ამბობს ანა ჯაბაური.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მიყვარს ჩემი ქალაქი...“ - დალი ჩიტალაძე თბილისის ქუჩებში პოზირებს