
ფსიქოთერაპევტი, სპორტული ფსიქოლოგი, Executive Coach , უზნაძის მაღალ-შედეგიანობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის პრეზიდენტი, ანა არველაძე იუთუბის ერთ-ერთ გადაცემაში „კაცმანის პოდკასტში“ სტუმრად იმყოფებოდა.
როგორია გზა საბანკო კარიერიდან სპორტულ ფსიქოლოგიამდე? - სწორედ აღნიშნულ თემაზე და კიდევ სხვა ცხოვრებისეულ მომენტებზე ანა არველაძემ გადაცემაში ისაუბრა და საზოგადოებას საინტერესო რჩევები გაუზიარა:
- ბავშვობის მაგალითები ოჯახში, სიმბოლური ჟესტები და პარტნიორობა
ანა არველაძე: მამა ძალიან საინტერესო ინფორმაციებს მიზიარებდა ხოლმე და სულ მქონდა იმის განცდა, რომ ჩემი ცოდნა ქალებისთვის უნდა გამეზიარებინა რადგან ასე სხვებს არ გაუმართლათ. მამა იყო ძალიან ერუდირებული, ბებოც და დედაც. დაფარული ცოდნის მწვავე სურვილი ჰქონდა. არ ვიცოდი საიდან ჰქონდა ამხელა ცოდნა. კარგად ერკვეოდა ფილოსოფიაში და სულ ბუკინისტებში იყო ხოლმე. ხელნაწერები აქვს 100-მდე რვეული, ჩემთვის და ჩემი დისთვის სხვადასხვა ფილოსოფიური სკოლების, თავისი კომენტარებით. ამ საგანძურს ტოვებდა ჩვენთვის. ყველა რვეულს აქვს წარწერა ვის და როგორ უტოვებდა. სხვა პლანეტიდან იყო ნამდვილად.
დაუჯერებელი პარტნიორული ურთიერთობა ჰქონდათ ჩემ მშობლებს. ყვავილები ჩვენ ოჯახში არ ჭკნებოდა. რადგან როგორც კი დაჭკნებოდა, მამამ უკვე იცოდა განსაკუთრებული უნდა ჰქონოდა დედას. მათი სიყვარულის ისტორია იცოდა ყველამ. განსაკუთრებულად შეყვარებული წყვილი იყო და არასდროს განელებიათ ეს სხივები. ამ უკიდეგანო სიყვარულის მომსწრე ვიყავით. ჯერ მეუღლე იყო და არაჩვეულებრივი პარტნიორი, შემდეგ საუკეთესო მამა. ის უბრალო კომპლიმენტებს არ ისროდა და აღმერთებდა მას.
ჩემი ადგილი ამ ჰარმონიაში იყო ის, რომ ვიყავი ამ სიყვარულის ნაყოფი. ძალიან სასურველი ნაყოფი. მე ამას ვხედავდი ყოველწამიერად. ეს ჩემთვის იყო დიდი საჩუქარი ამ სიყვარულის ველში. საინტერესო ის იყო, რომ ოჯახის პრინციპი იყო თანასწორი. გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ყველა ვიყავით თანასწორები. იმდენად დიდი გაგების უნარი ჰქონდა, რომ წყენა მასში არ მახსოვს.
- ინსტინქტური კავშირი, მამასთან სიახლოვე და პარტნიორის არჩევის გადაწყვეტილება.
ანა არველაძე: საოცრება მოხდა პარტნიორის არჩევის ნაწილში. ვირჩევდი არ ერქვა. ანუ არჩევანის წინაშე არ დავმდგარვარ. მე და ჩემი მეუღლე დავოჯახდით ისე, რომ ზუსტად 4 თვე ვიცნობდით ერთმანეთს და ამ 4 თვის განმავლობაში ზუსტად 10-ჯერ გვყავდა ერთმანეთი ნანახი. ეს იყო სრულიად გაუცნობიერებელი, ერთი შეხედვით ინსტინქტური და ენერგეტიკული კავშირი. იმ როლურ მოდელში, რომელშიც მამა იყო დავიჭირე ჩემი მეუღლეც. ალბათ ძალიან დიდი სიკეთე დავინახე მასში. დავინახე ძალიან დიდი პოტენციალი პიროვნული განვითარების, რომელიც მის უზენაეს მეს უკავშირდება. ძალიან პატარები ვიყავით მე 19-ის, ის 25-ის. იყო ასევე უსაფრთხოების განცდა და იმის ფიქრი, როგორ მოეწონებოდათ ჩემ მშობლებს ჩემი არჩევანი.
როდესაც მამასთან ამაზე ვისაუბრე, მამამ ერთპიროვნულად მომცა გადაწყვეტილების მიღების უფლება და საინტერესო რამ მითხრა - ყველაზე მეტად მეშინია გავლენა არ მოვახდინო შენ გადაწყვეტილებაზეო. მინდა რომ ეს იყოს აბსოლუტურად შენი გადაწყვეტილება. არანაირი გავლენა არც დადებითი და არც უარყოფითი არ მოუხდენია ჩემ გადაწყვეტილებაზე. პირველად დამტოვა მარტო ამ არჩევანის წინაშე. ძალიან ბევრი და საინტერესო გზა გავიარეთ მე და ჩემმა მეუღლემ. ბევრი ვიწვალეთ ორივემ, ორი განსხვავებული ადამიანი აღმოვჩნდით ერთმანეთის წინაშე.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: