
„ცოდნის მოყვარე პოდკასტი“ ასე ჰქვია იუთუბის არხს, რომელზედაც პერიოდულად ბლოგერი სალომე კასრაძე ინფორმაციულ ვიდეოებს აქვეყნებს ხოლმე.
ამჯერად იგი ახალ გადაცემის ეპიზოდს აქვეყნებს, რომლის სტუმარი ია ბერსენაძე, პირადი განვითარების ტრენერია. ია ბერსენაძე გადაცემაში თემებზე - ოჯახური სისტემა, სინდისი, პატიება, ტრანსგენერაციული დამღა, კოლექტიური ტრავმა, საუბრობს:
- რა არის ოჯახური სისტემა და როგორ ფუნქციონირებს?
ია ბერსენაძე: ოჯახური სისტემა დიდი თემაა, ჩვენ ყველანი ვართ წარმოშობით ბავშვობიდან, აღმზრდელი გარემოდან. ოჯახი ის არის, რომელშიც მე გავიზარდე დედა, მამა, დედმამიშვილები, ბებია, ბაბუა, შესაძლოა იყოს ძიძა. ასე რომ ოჯახურ სისტემაში შესაძლოა შემოვიდეს ძიძაც, რადგან მას დიდი წვლილი შეაქვს ბავშვის აღზრდაში.
კლასიკურად ოჯახური განლაგება ამბობს, რომ ეს არის სისტემა, რომელშიც არიან მაინც გენეტიკური ხაზით ადამიანები. ოჯახურ სისტემას და ზოგადად ნებისმიერ სისტემას აქვს თავისი კანონები.
მიკუთვნებულობა - რაც ნიშნავს იმას, რომ სისტემაში, მაგალითად ოჯახში რომელიმე მისი წევრი არის განდევნილი, მაშინ სისტემა ხდება დისფუნქციური. შესაძლოა ოჯახის რომელიმე წევრი იყოს მარგინალური, მაგალითად სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი. ან მოკლა ვიღაც და იყო კრიმინალი, ან კიდევ დამოკიდებული. დევნილი ადამიანის ანარეკლი შესაძლოა იყოს მომავალშიც. მომავალმა თაობამ შესაძლოა იგივე რაღაც არ გაიმეოროს, მაგრამ კარმული კუთხით უკან აუცილებლად დაბრუნდება და მსგავსი რამ შემდეგაც განმეორდება. ასევე საშინელებაა ინცესტი, აბორტები, გენოციდი, მონობა და ა.შ.
- რა არის და რას გვაჩვენებს სისტემური განლაგება?
ია ბერსენაძე: შეგრძნებები ზოგადად არასდროს არის ნეგატიური და იმისთვის შემოდის, რომ რაღაცა გვითხრას. როდესაც ის ზედოზირებულია, უკვე სიმპტომია. სისტემური განლაგება გვაჩვენებს ამას სად და როგორ დაირღვა სისტემა, ამიტომ შემოდის სიმპტომები და ამის დანახვით შეგვიძლია ის გამოვასწოროთ. ამის დანახვა და უბრალოდ აღქმაა საჭირო.
ენერგეტიკულ ველში კიდევ უფრო მეტი ხდება და ეს არის სასარგებლო გამოცდა. სულ რომ შენი საკითხი არ დადგეს და დაიჯერო, რომ მხოლოდ გონება და ტვინი არ არის, არამედ ხდება კიდევ სხვა რაღაცები, მაგალითად: სხეული გულიო და შეგრძნებები, რომლებსაც ვერ უბრძანებ. ვერ იკავებ ზოგჯერ მათ და გინდა რომ დაიცალო. სხეული არის გამტარი. შეითვისა მან საჭირო ინფორმაცია, უსარგებლო კი გაუშვა. არასდროს არ არის შემთხვევითი, როცა ერთი ადამიანი ითავსებს რეპრეზენტატორის როლს. ესეც სამყაროს გონიერება არის.
როდესაც შვილსა და მამას შორის ჩადგება დედა, თუ დედამ არ გაატარა შვილი, ვერც შვილი მივა მამასთან და ვერც დედა. მე მქონდა ასეთი შემთხვევა. როცა შვილი მამას მიტოვებაში ადანაშაულებდა. შევედი მამის როლში. მისი გადმოსახედიდან ბევრი რამ ავუხსენი. დამთავრდა სეანსი და მან მითხრა - მე ვიგრძენი მამაჩემის ტკივილი. ამიერიდან ამ თემას ვხურავ და ვიცი, რომ მას არ მივუტოვებივარო.
- რა ხდება როდესაც ბავშვის მშობლის საპირისპირო პიროვნება ხდება?
ია ბერსენაძე: ამ შემთხვევაში ორი ვარიანტია. პირველი ადამიანმა დაამუშავა ეს საკითხი და მეორე ვარიანტია იგი წავიდა აზროვნების ფორმაციის თვალსაზრისით. ამის საპირისპირო მოცემულობაში წავიდა. ანუ დაზიანდება თავად და სხვას არ დააზიანებს. აქაც გარკვეული პოლარობაა. ეს ნიშნავს, რომ იგი ისევ იმ დამღაშია ოღონდ კონტრსცენარით. შესაძლოა რაღაც თვალსაზრისით გონიერების პრობლემასთანაც გვქონდეს საქმე.
- რატომ არის აუცილებელი სახელის დარქმევა?
ია ბერსენაძე: ამას ჰქვია რეფლექსების რკალი. პირველი შემოდის შეგრძნება და რაღაც შეგრძნებით შენ ხვდები რომ გაქვს პრობლემა. ან მშია ან მწყურია ან დაღლილი ვარ, შესაძლოა დადებითი ან უარყოფითი იყოს ეს შეგრძნება. თუ ამას არ მოჰყვა ვერბალიზაცია ანუ ერთი ნახევარსფეროდან მეორეში გადავიდეს დარჩება ასე. თუ რაღაც საქმე არ მიდის ისე, ერქმევა პრობლემის სახელი. მიდიხარ და აკმაყოპფილებ ამ პრობლემას.
ზოგიერთი ჩემი შეგრძნება შესაძლოა იყოს რეპრესირებული. მაგალითად დაღლა და დედაჩემმა მითხრას - რამ დაგღალა. არ მაქვს ამის უფლება. მაქვს აკრძალული და ვარ დისკომფორტში. ამ დროს ვერ ვკმაყოფილდები, რადგან არასწორად ვმოქმედებ. აქედან მოდის კვების ბალანსის დარღვევა. იგივე შეიძლება იყოს სექსუალურ მოთხოვნილებებზეც. თუ სისტემას სახელი არ დაერქვა ეს პრობლემა იტრიალებს და იტრიალებს.
- საიდან მოდის სისტემური განლაგების დროს შეგრძნებები?
ია ბერსენაძე: ყველაზე ახლოს ამასთან არის მორფოგენეტიკური ველი. იყო ასეთი მეცნიერი დრეიკი, რომელსაც ძალიან საინტერესო წიგნები აქვს. ერთ-ერთი ასეთი წიგნია, „როგორ იცის ძაღლმა, რომ პატრონი ბრუნდება“. არის ორი კამერა ჩართული, ერთი მუშაობს ძაღლზე და მეორე პატრონზე. პატრონი არის მისგან მოშორებით, ჯდება მატარებელში და მიდის სახლისკენ, პარალელურად არის კადრი, სადაც ვხედავთ ძაღლს რომელიც თანდათან რეაგირებს. როცა უახლოვდება ძაღლს ყეფს და ა.შ. სწორედ ეს არის მორფოგენეტიკური ველი და ვიბრაცია.
- სისტემის ემოციები, რომლებიც გვმართავს.
ია ბერსენაძე: ნებისმიერი ემოცია შეიძლება იყოს ბევრნაირად გამოხატული. მაგალითად ეს იყოს გენეტიკური კოდი ან ტრანსგენერაციის განმარტება. ერთი შემთხვევა იყო, როცა გოგოს ჰქონდა სექსუალური შევიწროების შიში და აღმოჩნდა, რომ მისი ბებია მსხვერპლი იყო. მან არც იცოდა ეს თუმცა ამ შიშის მატარებელი იყო. ასევე შესაძლოა ადამიანი თავისი მშობლის განცდების მატარებელი იყოს. ასევე საინტერესო ქეისი იყო ერთ გოგონასთან, რომელსაც შფოთვები ჰქონდა. როცა ჩვეძიეთ, გავარკვიეთ რომ მის მშობელ დედას მშობიარობის დროს ცუდი პერიოდი ჰქონდა. ამ გოგოს გაახსენდა, რომ როცა დედა მშობიარობდა იყო ამ დროს მიწისძვრა. ამ გოგოს კი ფეხების კანკალი და შფოთვები აწუხებდა. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც დამღა არ ექნება.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„განსხვავებული, განსაკუთრებული, შეუდარებელი“ - მატილდა გვარლიანის ახალი ფოტოები სოცქსელიდან