Digest Logo

„ის გამორჩეულია და ამიტომაც მიყვარს გამორჩეულად მეც“ - რას წერს გივიკო დიდია

1679488890
გივიკო დიდია

ბლოგერი გივიკო დიდია, რომელსაც საზოგადოება კარგად იცნობს, სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და ნათი ბებოს შესახებ წერს.

🎥 „მიშველეთ ვინცხამ, რა საყვარელია, გაგვიბრაზდა ნათელე ბებიე“ - რა ვიდეოს აქვეყნებს გივიკო დიდია

 

„ნათი : გივი რაფერ გამიმართლა ბებია .

მე : ნათ რაზე ამბობ ?

ნათი : ბაბუაშენი იყო გივი და თან მყობოდა ზეთ. ცივ ნიავს არ მაკარებდა. შენც გივი ხარ და ამართლებ მის სახელს და გვარს. ნეტე იცოდე, რაფერ მითბობ გულს და სულს ბებია.
ნათი სულ მახსენებს, რომ როცა მე მიყურებს, მას თვალწინ წარმოუდგება ბაბუაჩემი, რომელსაც ძალიან ვგავარ. 

„ბაბუაშენივით მეოჯახე და კეთილი გულის პატრონი ხარო მეტყვის “

მიყვარს ნათისთან ლაპარაკი. ბევრს ვსწავლობ. ვუყვები ყველაფერს ისე, როგორც მეგობარს. მისგან ვიღებ რჩევას. ვისმენ მის აზრს და ყოველათვის ვითვალისწინებ.

„ვთვლი რომ ბებია - ბაბუების აღზრდაში ჩართვა უპირველესად პოზიტიურ გავლენას ახდენს ბავშვზე. ადამიანად ჩამოყალიბებაში, დიდ როლს თამაშობს. სითბო რომელიც ბებია და ბაბუას ახლავს განსაკუთრებულია. სულ სხვაა, მათ რაღაც განსაკუთრებით ვუყვარვართ “

მე ბედნიერი ვარ, რომ მყავს ასეთი ბებია და უმეტეს დროს სულ ბებიას ვეხუტები. იცით რატომ ? პატარა ბავშვივით წყინთ და უხარიათ. ასაკში განსაკუთრებით საჭიროა ზრუნვა და სიყვარული . ის ყველაზე თბილი . ის გამორჩეულია და ამიტომაც მიყვარს გამორჩეულად მეც.

ადამიანი რომელიც ბავშვობას მილამაზებდა „ახლაც ასეა“ თუკი რამე მახსოვს კარგი და ფერადი, სწორედ მასთანაა დაკავშირებული. ჩემს ლამაზ ბებიასთან.

პატარობისას მასთან ძილით და ძილის წინ ტკბილი ზღაპრებით. ყოველ ჯერზე მიხსნიდა, რატომ ვუყვარვარ ასე გამორჩეულად, იმიტომ რომ მისი გაზრდილი ვარ. ეს იყო ერთადერთი ადამიანი, ვინც არასდროს დამტუქსავდა.

მშვიდად ამიხსნიდა ყოლისფერს. ვისაც სულ ეჩვენებოდა, რომ ჭამას მოვუკელი და ყველაფერში მხარს ამიბამდა. ეს არის ჩემი საჩუქარი. დიდი, შეუფასებელი საჩუქარი, რომლითაც ღმერთმა დამაჯილდოვა. მე კი სულ ვცდილობ მცირედი გავიღო მისთვის. არ ვიცი რამ მომაძალა ეს სენტიმენტები, იქნებ შემოდგომის ბრალია. ვზივარ კიბეზე, ისე რაფერც ბაღნობაში და ვწერ ბებია - ბაბუაზე . ვუყურებ ნათის და ვხედავ, როგორ ეჭუტება ლამაზად თვალები. ირგვლივ შემოვლებულ ნაოჭებში ღიმილჩამამლულს“, - წერს გივიკო დიდია. 

 

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔘„პოსტივიზე“ მერიკო კარტოზიას გადაცემა დაიხურა

🔘Mercedes-Benz G-Class-იდან მეტრომდე - ბექაური ლაქშერული ცხოვრების მიუხედავად მეტროთი მგზავრობს

🔵„ამ სიყვარულს ვერავინ და ვერაფერი მოერევა“ - რას წერს ქეთევან დუმბაძე

🎥 „ისე მიყვარდა, რომ ყველაფერს ვიტანდი“ - მარინა კარპი და გიგი დედალამაზიშვილი ერთმანეთის შესახებ