Digest Logo

„ის ღიად სთხოვდა მსოფლიოს და უკრაინას მიშას თავისუფლებისთვის დახმარებას“ - ლიზა იასკო

1673794577
ლიზა იასკო და ვახტანგ კიკაბიძე

15 იანვარს მსახიობი, მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, სიმღერების ავტორი ბუბა კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლეგენდარულ ბუბა კიკაბიძეს სოციალურ ქსელში მეგობრები და ახლობლები გამოემშვიდობნენ, მათ შორის არის უკრაინელი პოლიტიკოსი ლიზა იასკოც.

„გაქრა. ვახტანგ კიკაბიძე. ძალიან კეთილი ადამიანი, რომელიც გულწრფელად  უჭერდა მხარს მიშას. ის უდიდესი დანაკარგია. ძალიან ვწუხვარ და სამწუხაროა. მან რაღაცებს სახელები დაარქვა, რაც იშვიათობაა. ის ამბობდა, რომ ოკუპაცია არის ოკუპაცია, აგრესორი კი აგრესორია. ის ძალიან მხიარული და ნამდვილი იყო. ის ღიად სთხოვდა მსოფლიოს და უკრაინას მიშას  თავისუფლებისთვის დახმარებას“, - წერს ლიზა იასკო.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ნანი ბრეგვაძის ემოციური პოსტი ბუბა კიკაბიძეს

🔵„ძლივს გაახილა თვალი, ოდნავ ასწია ხელი და შემდეგ ვაჟკაცურად - რუსეთის დედაო! ამით დაასრულა“ - გიორგი ჩალაძე

🔵„ჩვენი ბუბა აღარ გვყავს! ვუსამძიმრებ მთელს საქართველოს!“ - ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას ცნობილები ეხმაინებიან