Digest Logo

„ის გოგო ღარიბი ოჯახიდან იყო, მეფესავით იცხოვრებდა ამ ოჯახშიო. ასეა, უნახავს რამეს რო აძლევ მერე ასე იქცევაო…ბიჭი რა შუაშია გოგოს ოჯახი თანახმა იყოო… არაერთი ფოტო აქვსო ბიჭთან ერთად თბილისში იყვნენ, კაფეში იყვნენ, ყველაფერი კარგად იყოო…“ - რას წერს სამირა ბაირამოვა

1697088286
14 წლი გოგო

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, 14 წლის აითაჯის მკვლელობის ამბავი 6 ოქტომბერს, საღამოსკენ გავრცელდა, ის საკუთარმა 27 წლის ქმარმა ასიმ ასლანოვმა, იარაღით მოკლა.

აითაჯი შაბათს, 7 ოქტომბერს დაკრძალეს. მომხდარმა შეძრა საქართველო. 

მომხდარზე დაკავებულია ასიმ ასლანოვი და გარდაცვლილი გოგოს დედა და ბიძა.

მომხდარის შესახებ ადგილობრივი ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა წერს.

„15 წელია რეგიონში დღე ღამე შაბათ-კვირა ვმუშაობ, ოჯახი, უბანი, სოფელი, ჩაიხანა არ დარჩა სადაც არ შევსულვარ. ეს ყველაფერი პროექტების გარეშე იყო, ჩატარებული შეხვედრების, ტრენინგების რაოდენობა არ მახსოვს. ამაზე უარესიც მომხდარა და მოხდება.

2009-2011-ში შუაღამე ათობით ადამიანი მოდიოდა საქმის გარჩევაზე, მაშინ ცენტრალური მედია და ორგანიზაციები ჩვენ რეგიონში თითქმის არ იყვნენ არც იციან რეები ხდებოდა. უნივერსიტეტში რომელი გოგოც დადიოდა პირდაპირ ბოზს ეძახდნენ, დამალული ნომრებიდან ისეთი დამამცირებელ მესიჯს მიგზავნიდნენ. არაერთხელ მივმართე პოლიციას მაგრამ ისინი არ ინტერესებიდან ამ გოგოს ( მე) ვიდრე პრობლემას. არაერთხელ დამცინეს როდესაც ნაადრევი ქორწინებაზე პრობლემა არისო ვამბობდი.

იცით ჩემ გარშემო რამდენმა განათლებულმა, განვითარებულმა ბიჭმა არასრულწლოვანი გოგო მოიყვანა ცოლად? განათლების, სამოქალაქო სექტორში ბევრნი არიან.

ფიქრობთ ამ შემთხვევიდან ისწავლიან რამეს? არაა…

დღეს ვსაუბრობდი დამნაშავე ბიჭს თანასოფლელთან, ბოლოს მეუბნება ის - გოგოს თავისი ცხოვრება აქვს და ბიჭის ცხოვრება გაანადგურაო, ბიჭი რა შუაშია გოგოს ოჯახმა თანახმა იყოო… რატომ დაკავესოო… მშობლების უფლება აქვსო გაათხოვეს, შენ ან სხვებმა კი არ ზრუნავდით დღემდეო იმ ოჯახზე და საერთოდ ლაპარაკის უფლებაც კი არ გაქვთო…

არაერთი ფოტო აქვსო ბიჭთანო ერთად თბილისში იყვნენ, კაფეში იყვნენ, ყველაფერი კარგი იყო… ის გოგო ღარიბი ოჯახიდან იყო, მეფესავით იცხოვრებდა ამ ოჯახშიო. ასეა, უნახავს რამეს რო აძლევ მერე ასე იქცევაო…

აი ასე ესმით ამ ადამიანებს ეს უბედურება.

ვერ წარმოიდგენთ რამდენი არასრულწლოვანი გოგო წაიყვანეს სხვა ქვეყანაში იქ იმშობიარეს, რამდენი ქალი მარტოხელაა ვითომ არ იცის ვინაა ბავშვის მამა… ყოველთვის პოულობენ გამოსავალს…
ადგილობრივი პოლიტიკოსები არიან მოძალადეების მფარველი, პოლიცია მათთან კომპრომისზე მიდის, არიან  „სპეციალური ადვოკატები” გუნდურად საქმეს ისე კერავენ ისე აკეთებენ ბოლოს მოძალადეს გმირს ხდიან, რა ვიცი იმდენი სათქმელი მაქვს.

ჩვენს გარშემო ბევრი უფლებათადამცველი, მაგარი გოგო ბიჭების არაერთი მოძალადეს იცავენ…“ - წერს სამირა ბაირამოვა.

 

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔵„ოჯახში ყოფილა პრობლემა. ამბობენ, რომ არ იცოდა შვილის ნიშნობაზე, მაგრამ მოტაცების ამბებზე სავარაუდოდ იცოდა“ - სამირა ბაირამოვა

🔵„14 წლის მოტაცებულმა აითაჯმა სამჯერ სახლიდან გაქცევა სცადა... დედამისმა უკან ქმრის სახლში დააბრუნა. მისი იძულებითი დანიშვნის მიზანი ბიჭის ოჯახის სიმდიდრე ყოფილა“ - სამირა ბაირამოვა