ქართველი მებრძოლი, რომან დოლიძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას აქვეყნებს და მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას ეხმაურება.
რომან დოლიძის თქმით, აღნიშნული ინციდენტი სპორტის საზღვრებს სცდება:
„სპორტს ყოველთვის აქვს თავისი წესები.
ის, რაც აბუ-დაბიში დატრიალდა, სრულიად მიუღებელია!
ეს სცდება არა მხოლოდ სპორტის საზღვრებს. ეს არც სპორტული საქციელია და არც სწორი.
ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას“, - ამბობს რომან დოლიძე.
ქართველი ჩემპიონის განცხადებით, მას და მის ახალგაზრდა მეგობარს თავს დაესხნენ იმ დროს, როდესაც ის სასტუმროს ფოიეში RAF-ისთვის ინტერვიუს აძლევდა.
დვალიშვილის თქმით, თავდასხმაში დაახლოებით 20 ადამიანი მონაწილეობდა, რომელთაც უსმან ნურმაგომედოვი (მერაბის ყოფილი მეტოქის, უმარ ნურმაგომედოვის ძმა და MMA-ის მებრძოლი) და მისი თანმხლები პირები ხელმძღვანელობდნენ.
სპორტსმენი აღნიშნავს, რომ სიტუაციას დაცვის მხარის ჩარევაც ართულებდა, რომელმაც ის შეაკავა, ხოლო თავდამსხმელები ძირს დაცემულებს უღირსად, ფეხების დარტყმით უსწორდებოდნენ.
View this post on Instagram
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ „მშიშრების ხროვა ხართ და პასუხს აგებთ...“ - ილია თოფურია მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას ეხმაურება
🎥 „უღირსად, მიწაზე დაცემის შემდეგაც კი გვირტყამდნენ“ - მერაბ დვალიშვილს თავს დაესხნენ