Digest Logo

„ის, რაც თავს გადამხდა, ალბათ, ბევრმა არც კი იცის - უმოწყალოდ მჟეჟეს, მაკაროვის იარაღი იმდენ ხანს მირტყეს თავში, ვიდრე გონება არ დავკარგე“ - ოქიტაშვილი ნაციონალებზე

1676209002
დავით ოქიტაშვილი

კულტურის პალატის დირექტორი, დათო ოქიტაშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე წერს, თუ რატომ გამოირჩევა ნაციონალური მოძრაობის მიმართ აგრესიით და დეტალურად აღწერს იმ ყველაფერს, რაც მან მათი მმართველობის დროს გადაიტანა. 

🔵„შაპიტოს კლოუნებო! ცოტა ფრთხილად, ცეცხლს ეთამაშებით!კედელ-კედელ იარეთ რამეს არ წამოეცვათ“ - დათო ოქიტაშვილი

„ბოლო პერიოდია, ძალიან ბევრი მირეკავს და მეუბნება, რას გადაეკიდე ამ ნაცებს, გაანებე თავი, შეეშვი, ნუღარაფერს ამბობო. არადა, მე უმიზეზოდ არავის გადავკიდებივარ‼️

ის, რაც თავს გადამხდა, ალბათ, ბევრს აღარ ახსოვს, ბევრმა შეიძლება არც კი იცის, ზოგიც იმ დროს ძალიან პატარა იყო და ვერ ემახსოვრება.

მე მაშინაც ხმამაღლა ვაფიქსირებდი ჩემს აზრს, რადგან ვგრძნობდი, რაც გველოდა.

ბოლო წვეთი ჩემი მეგობრის ზურაბ ჟვანიას სიკვდილი იყო, რამაც ყველაფერს ერთბაშად ახადა ფარდა, გამოააშკარავა მავანთა ბნელი ზრახვები...

ჩემი დაუფარავი პოზიციის და მათი უკომპრომისო მხილების გამო, ეს ჯალათები სასტიკად გამისწორდნენ. 2007 წელს, როდესაც სახლში ვბრუნდებოდი და ავტომანქანას ფარეხში ვაყენებდი, ოთხი კარგად დაკუნთული ახმახი (დღეს უკვე ვიცი ვინც იყვნენ, ამ რამდენიმე წლის წინ გავიგე) დამხვდნენ და უმოწყალოდ მჟეჟეს, ესეც არ მაკმარეს, მაკაროვის იარაღი იმდენ ხანს მირტყეს თავში, ვიდრე გონება არ დავკარგე.

ნაცემი და გათიშული ჩემივე ავტოფარეხში დამაგდეს და კარი საგულდაგულოდ მიკეტეს. 

დიდი ალბათობით, ეგონათ რომ ცოცხალი ვერ გადავრჩებოდი. სრულიად შემთხვევით, ასე გონდაკარგული და დაგდებული ჩემმა მეზობელმა მიპოვა და ამით სიკვდილს გადამარჩინა. სასწრაფოდ საავადმყოფოში გამაქანეს, მერე კი თითქმის სამი თვე სახლში, მძიმე მდგომარეობაში, მწოლიარე ვიყავი.

მთელი ეს პერიოდი სასტიკ ტერორში იყო მთელი ჩემი ოჯახი, იყო გაუთავებელი მუქარა და შეურაცხყოფა - შვილების გაუბედურებით მემუქრებოდნენ ეს ნაძირალები.

ამ ყველაფრის ნიადაგზე დიაბეტის რთული ფორმა განმივითარდა და დღემდე ინსულინზე დამოკიდებული ვარ.

ახლა თქვენ გეკითხებით, როგორ უნდა დავივიწყო, რაც ამ ჯალათებმა ჩაიდინეს, როგორ უნდა გავჩუმდე და ხმა როგორ არ ამოვიღო⁉️რამდენჯერ მითქვამს,  აღარაფერს დავწერ, აღარაფერს ვიტყვი, მაგრამ როცა ინსულინს დღეში რამდენჯერმე ვიკეთებ, ყოველ ჯერზე ეს ტკივილი მახსენდება, ყოველ ჯერზე მახსენდება, რა საშინელება გადაიტანა ჩემმა ოჯახმა...

ღმერთი, რჯული, არ მინდოდა ამის დაწერა, მაგრამ ამ  სტატუსს მაინც ვწერ მათთვის, ვინც დღეს ჭკუას მარიგებს და მეუბნება, რომ გავჩუმდე.

ჰოდა, თქვენს გასაგონად ვამბობ, ვიდრე ცოცხალი ვარ და პირში სული მიდგას, არ გავჩუმდები, იმ სატანებს, მკვლელებსა და არაადამიანებს ყველგან მივწვდები‼️“ - წერს ოქიტაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ესეც 68 ახალგაზრდებს ნუ გეშინიათ! მშვენიერი ასაკი ყოფილა“ - მსოფლიო ბანი იუბილარია

🔵„დღეს მოერიდეთ ინტიმურ კონტაქტებს და ფულის სესხებას“ - მიხეილ ცაგარელი

🔵🎥 კაცი, რომელიც მიწისძვრიდან 138 საათის შემდეგ გადაარჩინეს, მაშველებს ხელზე კოცნის