იუმორისტი - ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ადამიანთა შეფასების კრიტერიუმი შეეცვალა.
დიახ, მისი თქმით, ადამიანი, რომელიც „გოიმურ“ სიმღერას უსმენს დასაძრახი არაა.
„რამდენიმე წლის წინ სრულიად შემეცვალა ადამიანთა შეფასების კრიტერიუმი რაღაც მიმართულებებში.
მაგალითად - „გოიმური სიმღერების“ შესრულების ან ასეთ სიმღერებზე გართობის გამო ადამიანების დაცინვა და ლანძღვა სრულიად მიუღებელი გახდა ჩემთვის.
ხუმრობას არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა.
რატომ?
იმიტომ, რომ თავად სიმღერა, როგორც გამოხატვის ფორმა ჩემთვის არ შეიცავს რამე ისეთ ბოროტებას, რომ კატეგორიული ვიყო შეფასებისას.
მღერის რა - ხომ არავის სცემს, ხომ არავის ერჩის.
თან მართლა ყველა სიმღერა შეიძლება რაღაც მომენტში გაგისწორდეს და რომც არ გაგისწორდეს - სიმღერაა, ადამიანი ცდილობს, რომ ვინმე მაინც კარგ ხასიათზე დააყენოს.
დაახლოებით იგივე დამოკიდებულება მაქვს ფილოსოფიურად კეთილ აქტებზე, მიუხედავად მათი „გოიმობის“ და „სვეტობისა“.
უამრავი პოსტი შემხვდა ხელის თხოვნის სცენებზე. ადამიანები, თან კარგი, გონიერი და ჭკვიანი ადამიანები, ძალიან გაბრაზებულები, გაცოფებულები აგინებენ ასეთ ვიდეოებს.
თავისთავად ნებისმიერი დადგმული პათეტიკა ძალიან სასაცილოა, მაგრამ ასეთი ზიზღი და გადაფიჩინება ამ ვიდეოებზე უფრო გოიმობა მგონია.
იღადავებდა ადამიანი. მაგარ მემეებს გააკეთებდა, პაროდიებსაც გადაიღებდა და დარწმუნებული ვარ, უამრავ ადამიანს გაუსწორდებოდა და გულიანად იცინებდა.
მაგრამ როგორ ყალბად და გოიმურადაც უნდა სთხოვდეს ბიჭი გოგოს ხელს, როგორი უნიჭო სცენაც უნდა იყოს მოფიქრებული, როგორი ბანძი კადრებიც უნდა იყოს და როგორი „გოიმური“ სიმღერაც უნდა ედოს - საიდან ასეთი სიბრაზე და ერთმანეთთან შეჯიბრება, ვინ უფრო მძაფრად დაა&ვამს თავზე?!
ის სცენა რომ განახათ, დილის 5 საათზე, „გალერიდან“ გამოსულმა, როგორ ვთხოვე ქეთის ცოლობა და მერე სახლის გასაღების ბრელოკის რკალისგან იმ წამს გაკეთებული „კალიცო“ როგოერ გავუკეთე თითზე, კაციშვილი არ დაიჯერებდით, რომ ეგ სცენა დადგმული არ იყო.
ჭკუას კი არ გასწვლით და თქვენზე მეტი კი არ ვიცი ცხოვრებაში - არა!
უბრალოდ, მინდა, რომ ნაკლები რამე გიშლიდეთ ნერვებს და არა იმის ხარჯზე, რომ ვინც არ მოგწონთ, ყველა ამოწყდეს“, - წერს ქავთარაძე.
ასევე დაგაინტერესებთ: